• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის, ვინც “ოცნების” ხელისუფლებას”სისტემურად” არ აღიარებს, სამი წლით წავა ციხეში – კანონპროექტი

ალია ავტორი - ალია
13:18 02-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,044

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ამის შესახებ 16 თებერვალს,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვისას გახდა ცნობილი.

“ოცნების” განმარტებით, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ გაკეთებული მოწოდებები, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია:

  • „საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ,
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ,
  • საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ.

და თუკი ეს მოწოდებები კეთდება „სისტემატიურად“ და „საჯაროდ“.

“გთავაზობთ, რომ 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ან ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ,  საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად  დაუმორჩილებლობისკენ. თუ ამ ნაწილით გაგათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართული საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის აღქმის დამკვიდრებისკენ, სასჯელის სახით, გთავაზობთ გამოყენებული ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400- დან 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით. ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში ისჯება ჯარიმით, ან ლიკვიდაციით.

მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ამ მოტივით ჩადენილი, სასამართლოში როდესაც დადასტურდება შესაბამისი მტკიცების სტანდარტით, რომ ჩადენილია ამ მოტივით დანაშაული, სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახით”- თქვა კომიტეტზე არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხია „სისტემურობა, სისტემატიურობა და საჯაროობა“.

„ერთი პირის მიერ გამოხატული პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად“, – განაცხადა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved