• რეკლამა
  • კონტაქტი
16:59, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია: წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებულების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ

ალია ავტორი - ალია
12:21 02-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,153

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, იწყებენ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას და საქართველოს პროკურატურას შესაბამის კომუნიკაციით მიმართავენ.

ორგანიზაციის თანახმად, მათ მიერ გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მოთხოვნილია:

ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
დაზარალებული პირების გამოკითხვა;
წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით;
პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად
საია აცხადებს, რომ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საია-ს განცხადება სრულად:

“წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამის კომუნიკაციით მიმართავს.

კერძოდ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენა სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალება. 1 2025 წლის 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი და სტატია, რომლებშიც გაჟღერდა ვარაუდი, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციების დაშლის დროს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“), რომელიც შერეული იყო წყლის ჭავლში. 2025 წლის პირველ დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ასევე 319-ე მუხლით (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება). 2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სამსახურმა დაადასტურა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ფაქტი, თუმცა, სამსახურის მიხედვით, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება იყო არა კამიტი, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბრომობენზილ ციანიდი“ იგივე ,,კამიტი’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

ხაზგასმით მივუთითებთ, რომ საქართველოში ქიმიური გამაღიზიანებლების წყლის ჭავლში შერევის საკითხი მკაფიოდ არ რეგულირდება: „პოლიციის შესახებ“ კანონშიც და შსს-ს ინსტრუქციებშიც არ არსებობს ნორმები, რომლებიც დააწესებდნენ ასეთ პრაქტიკას, მაშინ, როცა 2015 წლის №1002 ბრძანების ძველი რედაქციის მიერ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა ამოღებულია მოქმედ ტექსტიდან, დამატებითი კანონიერების სტანდარტების შემოღების გარეშე, რის შედეგადაც ქიმიური გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონით განსაზღვრულ“ შეკრებების მართვის კანონიერ საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე კონვენციურ მოთხოვნებს, რომ ძალის გამოყენება იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული ჩარევა.

2025 წლის დეკემბრამდე, საიამ, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აქციის მონაწილეთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, არაერთხელ ისაუბრა. 2 დემონსტრანტთა ნაწილი, რომლებმაც წყლის ჭავლის ზემოქმედება განიცადა, მიუთითებდნენ ჯანმრთელობის პრობლემებზე, კერძოდ კანის დამწვრობაზე, მხედველობის გაუარესებაზე, სუნთქვის უკმარისობაზე, ნევროლოგიურ პრობლემებზე, ალერგიულ რეაქციაზე, სმენის გართულებაზე, სახსრების ტკივილზე, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვა.

2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა იგი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. 4 2025 წლის იანვარში საიამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადებით მიმართა შსს-ს და ჰკითხა მას, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლში და რა კონცენტრაციით. 5 საიას შსს-საგან პასუხი არ მიუღია. 2025 წლის იანვარში საიას მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას არც ჯანდაცვის სამინისტრო არ ფლობდა და აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, “საჭიროების არ არსებობის გამო“. 6

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, სადაც აღნიშნა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა მნიშვნელოვან კითხვებს წარმოშობს კანონიერბის, აუცილებლობის და პროპორციულობის შესახებ და აღნიშნული საკითხი უნდა იყოს 2024 წლის ნომებერ-დეკემბერში საპოლიციო ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი.7 კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მინისტრი მას არწმუნებდა, რომ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საქმეზე ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას (სპეციალური საშუალებების გამოყენება), ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ/იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას და მიზნად ისახავს, შექმნას „დაშინების ეფექტი“ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან უფლებადარღვევებზე საუბრობენ თუ სხვა სახით ადვოკატირებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ისინი აღნიშნულს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მათი სახელით გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოთხოვნილია: ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; დაზარალებული პირების გამოკითხვა; წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით; პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება; იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე”.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved