უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს.
„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზად, ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს და სწორი დასკვნების გაკეთებას ვეცდებით. უკრაინის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – წერს ბუდანოვი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და მისი კოლეგები მატარებელში იმყოფებიან და ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრებიან.














კომენტარები