• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს” – მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

ალია ავტორი - ალია
15:27 02-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,168

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს “ოცნების” ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟს. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები დროში დაემთხვა მის მიმართ გატარებულ საეკლესიო ზომებს და ამ გარემოებებზე საჯაროდ გაამახვილა ყურადღება. ყურაშვილმა ქადაგებაში ასევე ისაუბრა საპატრიარქოში დაბარებისა და საკუთარი პოზიციების შესახებ.

„ჩვენს განკვეთაზე, მღვდლობიდან განყენებაზე, კობახიძემ 300 000-იანი მიწა გადასცა მცხეთაში მიქაელ ბოტკოველს. ეს 300 000 ალბათ, 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს და დღეს 300 000-ია. მიწა რომ უყვართ და ფული, რომ უყვართ, ეს კი არ არის უბედურება იმდენად, არამედ უბედურება ის არის, რომ ქრისტე უნდათ გაყიდონ, ყიდიან, თან ქრისტე უნდათ, რომ მათთან იყოს ანუ, მართალი სიტყვა. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. პირველად რომ დამიბარეს საპატრიარქოში შიო მუჯირის კურთხევით, ბოტკოველმა და ჯაღმაიძემ, ბოტკოველს ჰქონდა ჩემი ქადაგებები ამოწერილი ერთი იყო ასეთი: შენ ამბობო, რომ მეო ერსო ღვთის სიტყვას ვუცხადებო, ჯაღმაიძემ ჩვენ სამიო ამბობსო, მე ვუთხარი, არც მე და არც ჩვენ სამნი არ მითქვამს, არამედ ჩვენ რამდენიმე-მეთქი და ჩვენ რას ვაკეთებ აქო, ბუმბულს ვარჩევთო? ჩვენ არ ვუცხადებთო? ბუმბული არა, მაგრამ მიწებს არჩევენ, დოლარებს ითვლიან … ისე მადლობლები მაინც უნდა იყვნენ, რომ მთავრობა ასე დაინტერესდა  ჩემი განკვეთით. ასე, რომ არ დაინტერესებულიყო მთავრობა ჩემი განკვეთით, ვინ მისცემდა მაგათ ამდენ ფულს?, – თქვა ქადაგებისას მამა დოროთე ყურაშვილმა. 

მცხეთაში, ისტორიულ ტყე-პარკთან ახლოს, სამხედრო ქალაქის №3-ში მდებარე 827 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის შვილის — პაპუნა ბოტკოველის საკუთრება გახდა.

ტერიტორია მას საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 იანვრის განკარგულებით, 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტის მიხედვით, სანაცვლოდ ბოტკოველმა სახელმწიფოს მცხეთაში მდებარე საკუთარი 600 კვადრატული მეტრი მიწა უნდა გადასცეს.

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მამა მიქაელ ბოტკოველის ვაჟმა, პაპუნა ბოტკოველმა, მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე 600 კვადრატული მეტრი მიწა 2025 წლის 26 ივნისს შეიძინა და 285 ათასი ლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შესყიდვისთვის სესხი არ გამოუყენებია.

ყოფილი მფლობელის განცხადებით, გარიგების მომენტში ნაკვეთზე უკვე მოქმედებდა შეზღუდვა. შესაბამისად, მყიდველს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა შეუძლებელი იყო, მიუხედავად ამისა, ქონება მაინც შეიძინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved