• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გიორგი გაბუნიას „ნაციონალური მოძრაობის” ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ“

ალია ავტორი - ალია
19:21 06-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „დღის ქრონიკა” საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების” დირექტორმა, ჟურნალისტმა ოლეგ დეინეკამ განაცხადა.

ოლეგ დეინეკა

მისი თქმით, 11 თებერვალს გიორგი გაბუნიასთან და გარკვეულ ადამიანებთან ერთად იგეგმებოდა პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება, რათა ამ ქვეყნების პოლიტიკური საზოგადოებისთვის გიორგი გაბუნია წარედგინათ და გაეცნოთ, როგორც მომავალი პოლიტიკური ლიდერი. ოლეგ დეინეკას განმარტებით, მაშინ ამ საკითხზე დაწყებული მოლაპარაკებები კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მიზეზით შეჩერდა.

„ჩვენ მოვისმინეთ გავრცელებული ჩანაწერი და შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გაბუნიას საქმე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ გახდებოდა ცნობილი. 11 თებერვალს გარკვეულმა ადამიანებმა, რომლებსაც ახლა არ დავასახელებ, და დიპლომატებმა გვთხოვეს, რომ გიორგი გაბუნიასთან ერთად პოლონეთსა და ლიეტუვაში გავმგზავრებულიყავით. ეს ადამიანი ახალ პოლიტიკურ ლიდერად უნდა წარმოეჩინათ. თუმცა, კორონავირუსმა კორექტივები შეიტანა და მოლაპარაკებები შეჩერდა. მაგრამ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და მას მოჰყვა სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერი, ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი ეჭვები, რომ პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება უნდა ყოფილიყო გაბუნიას, როგორც ანტირუსული მოძრაობის ახალი ტალღის ლიდერის სარეკლამო კამპანია. შემოდგომაზე ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან, არჩევნები უნდა გაიმართოს და სავარაუდოდ, ოპოზიციას ეს დაგეგმილი მკვლელობა თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა”, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved