BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა – ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ “ტვ პირველს” დაუდასტურა.
დამკვიდრებული საჩივრების პროცესის შესაბამისად, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვუპასუხეთ მომჩივანს მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი იწვის: ბრძოლა საქართველოსთვის“ გამოქვეყნებულ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის რეაქციას თბილისელ პროტესტებზე.“- მიწერა BBC-იმ “ტვ პირველს”.














კომენტარები