• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არასოდეს ყოფილა მაღალი რანგის ვიზიტი აშშ-დან რეგიონში საქართველოს გარეშე” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
15:12 02-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

თავდაცვის ექს მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არასდროს ყოფილა მაღალი რანგის ვიზიტი აშშ-დან რეგიონში საქართველოს გარეშე და უფრო მეტიც, ვიზიტების  90 პროცენტი მხოლოდ საქართველოში ხორციელდებოდა.

ხიდაშელის თქმით, დღეს განსხვავებულ რეალობაში ვართ და სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარიც კი არ გაკეთებულა.

ალბათ სწორია, ასე ვთქვა,რომ არასოდეს არ ყოფილა მაღალი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რეგიონში საქართველოს გარეშე და ვიზიტების 90 პროცენტი მხოლოდ საქართველოში ხორციელდებოდა. დღეს ვართ განსხვავებული რეალობაში, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში საქართველო არცერთი ამ პროცესის მონაწილე მხარე არ ყოფილა. საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარიც კი არ გაკეთებულა, არა თუ ის, რომ ვინმესთან შეხვედრის ინიცირება ყოფილიყო. ეს ძალიან სამწუხაროა, და მე ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ეს ადამიანები, თავის თავს ხელისუფლებას რომ ეძახიან, ყველა მცდელობას განახორციელებდნენ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით საქართველო მონაწილე ყოფილიყო ამ ვიცე პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიური ტურნესი, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტის უკიდურესი ლანძღვის კომპანია,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს იწყებს. 17 წლის განმავლობაში, ვაშინგტონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი რეგიონს პირველად ეწვევა.

უკვე ცნობილია, რომ კავკასიურ მარშრუტში საქართველოში ვიზიტი არ  მოხვდა.(tv pirveli)

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved