ბათუმში 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შემთხვევა ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან მოხდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც გადავარდა, ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.














კომენტარები