• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ტელეკომპანია ,,იმედის” ღირებულება ნული ლარიც კი არ არის. დიდი ხანია იგი გაკოტრებულია“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:18 02-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,207

ყოფილი პარლმენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ,,იმედის” მფლობელის შეცვლას ეხმაურება:

,,ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედის” გაყიდვის შესახებ სასაცილოა. ამ კომპანიის ღირებულება ნული ლარიც კი არ არის. დიდი ხანია იგი გაკოტრებულია. ვიღაცებს ფორმალურად გადაუფორმეს წილები. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით მისი დავალიანება 454 მილიონი ლარი იყო. 2025 წლის ზარალის ჩათვლით, ვალი ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

“იმედი”, ისევე როგორც “რუსთავი 2” შავი ფულით ფინანსდება. რუსთავი 2-ის ზარალი 200 მილიონ ლარს აღწევს. მას ჭიათურისა და ზესტაფონის მუშებისაგან ნაძარცვი ფულით ინახავენ. “ჯორჯიან მანგანეზის” შავი ფული ოფშორებში ილექება და იქედან შემოდის უკან.

“იმედს” ძირითადად ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები აფინანსებენ. მილიონობით თანხების წარმომავლობა უცნობია.

გაკოტრებული კომპანიის წილის 50 პრცენტი თურმე “შეისყიდეს” “იმედის” დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა. ამას “ოცნების” მომხრე ბრიყვიც კი არ დაიჯერებს. წილის მეორე ნახევარიც ფიქტიურადაა გადაფორმებული. დაიყოლიეს ვიღაცა, შეჰპირდნენ ალბათ მათ სხვს ბიზნესებში სასათბურე პირობებს და “იმედის” ძველი, კრიმინალური სქემით დაფინანსების გაგრძელებას.

“იმედს” თავისი არსებობის მანძილზე მოგება არასდროს მიუღია და რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ვინმეს მისი “ყიდვის”. შეტენეს ვიღაცებს რაღაცის სანაცვლოდ. შარში თავის გაყოფა ფული ღირს.

რატომ ჩამოიცილა რუხაძემ და კომპანიამ იმედი თავიდან? ყველაზე რელური მისი დასანქცირება იყო. ამით მათი ბიზნესებიც დარტყმის ქვეშ ექცეოდა: მეტალურგია, ცემენტი, ბანკი, კომუნიკაციები და სხვა. ამ ბიზნესების ნაწილში ივანიშვილიცა წილში. გამოდის, რომ რუხაძის კომპანიის დასანქცირებას მომენტალურად ივანიშვილის კომპანიებიც მიჰყვებოდა.

“იმედში”( და “რუსთავში”) ათეული წლის განმავლობაში შავი ფულის ჩასხმის საქმე გამოუძიებელი არ დარჩება. სწორედ ამაზეა ნათქვმი, რომ “ხელნაწერები არ იწვიან”. იქ, სადაც ხელნაწერები არ იწვიან, საბანკო გადარიცხევები რომ საერთოდ ცეცხლგამძლე და ყინვაგამძლეები რომ იქნებიან, ეს აქსიომაა.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved