• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
14:51 02-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი “ვაიზერის” გენერალურმა დირექტორმა, მაია კალანდაძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სადაზღვევო და ტურისტულ სექტორებს შორის. თანამშრომლობის მიზანია მეტად ოპერატიული და კომფორტული გახდეს ტურისტებისთვის დაზღვევის სერვისები. ამ სექტორში ტურიზმის ასოციაციის ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება “ვაიზერს” საინტერესო და განსხვავებული მომსახურება შესთავაზოს ტურიზმით დაინტერესებულ პირებს.

სადაზღვევო კომპანია “Wizer” მე-16 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, ჰყავს 300 000-მდე უნიკალური დაზღვეული როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოს და სამოგზაურო მიმართულებებში.  ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას განაპირობებს ისიც, რომ ვაზიერი სამედიცინო სფეროს ლიდერის “PSP ჯგუფის წევრია“.

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) წარმოადგენს კერძო ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროების და ღვინის კომპანიების, სატრანსპორტო კომპანიების და პროფესიული კოლეჯების გაერთიანებას. ასოციაცია  2006 წლიდან უზრუნველყოფს ტურისტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ქვეყანაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებისა და ხარისხის ეფექტური მართვის მიმართულებით.

“ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ მარკეტინგის საკითხებზე, ტურისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და დახვეწაზე. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გამყვანი, შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითრების ხელშეწყობა, ახალი პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესება.

მემორანდუმის გაფორმებით სადაზღვევო კომპანიასთან ტურიზმის ასოციაციის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი შედგა. ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი, ორიგინალური და საინტერესო პროგრამების შექმნას, ორივე სექტორის განვითარების კუთხით” – განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავჯდომარე.

“ვაიზერს” მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილება აქვს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტო, სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით. ამასთან ცნობილია როგორც არაერთი ინოვაციური და კომფორტული სერვისის დამნერგავი სადაზღვევო სექტორში. ყველა ჩვენი დაზღვეული უკვე 2017 წლიდან სარგებლობს სრულად გაციფრულებული სადაზღვევო სერვისებით, ვიდეო და ონლაინკონსულტაციის მომსახურებით, ასევე შესალებლობით ისარგებლოს პირადი მენეჯერისმომსახურებით, სწრაფი ანაზღაურებით, მაღალი ლიმიტებით, სადაზღვევო სერვისების ფართო არჩევანით, ძლიერი საოჯახო მედიცინით, პროვაიდერების ფართო ქსელითა და ეფექტური, სწრაფი კომუნიკაციით.

ჩვენი გამოცდილება გაგვიმარტივებს ტურიზმის ასოციაციასთან ერთობლივი ახალი, საინტერესო და კომფორტული სერვისების დანერგვას, რაც საბოლოოდ დაზღვეულების კმაყოფილებას უზრუნველყოფს“ – განაცხადა მაია კალანდაძემ, სადაზღვევო კომპანია „ვაიზერის“ გენერალურმა დირექტორმა.

2025 წლის სექტემბერში “პსპ დაზღვევამ” 15 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ რებრენდინგის შედეგად ახალი ბრენდი – ““Wizer” წარადგინა.

“ვაიზერის” სლოგანია – “ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ”, რითაც ხმამაღლა განაცხადა რომ ბრენდი თამამ და რისკიან ადამიანებს ყველა გამოწვევაში გვერდით დაუდგება.

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved