აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა, – ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ახალი შეხვედრა სამმხრივ ფორმატში იმართება“, – აღნიშნა სააგენტოს წყარომ.
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართა. 4 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.














კომენტარები