სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც ფასების ზრდაზე იმსჯელებს, 14 წევრით განისაზღვრა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაადგინა.
14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ – 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ – 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – ერთი წევრი.
კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. ხოლო დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს უახლოეს სხდომაზე პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.














კომენტარები