“ეს არის პოლიტიკური თავდასხმა” – ასე გამოეხმაურა ილონ მასკი საფრანგეთში, X-ის ოფისებში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის დანაყოფის და ევროპოლის ერთობლივ რეიდებს.
ცნობისთვის, პარიზის პროკურატურამ პლატფორმა X-ის ოფისებში, კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საჩივრების საფუძველზე გაფართოვდა, რომლებიც საიტის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, Grok-ს ეხება.
გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები შეისწავლიან მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებების შექმნის საკითხს და სხვა შესაძლო დანაშაულებს.














კომენტარები