• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:39 02-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
696

პოლიციელის ჯგუფურად ცემაში ბრალდებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე რესტორანში მომხდარი ანგარიშსწორების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

დავით შარაშიძე, რომელსაც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, წერილში მადლობას უხდის პარტიას და წერს, რომ ყოველთვის იქნება “ქართული ოცნების ღირსეული ოჯახის წევრი”.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც ტვ პირველი, ოპოზიციური ტელეარხები და ვაი ჟურნალისტები, რომლებსაც განათლება არ აქვთ, ზრდილობაზე და კულტურაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მაგრამ რატომღაც მათგან ასეთ საქციელებს უკვე მივეჩვიეთ და ვხვდებით რომ არიან გაუნათლებელი, ჩამოუყალიბებელი ხალხი, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ზუსტად ასეთი ხალხი ჭირდებათ ტვ პირველს,ფორმულას, მთავარს რომლებიც ელემენტარულ ჟურნალისტურ ეთიკასაც არ იცავენ და ამის უამრავი მაგალითი სახეზე გვაქვს ჩვენს რეალობაში.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მათ შორის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ისეთი რომელიც საერთოდ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ, უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო სასამართლოს მიმართ, პროკურატურის მიმართ და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მათ გამართულ მუშაობაზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო. მინდა შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიში მოვიხადო, ბოდიშს ვუხდი ჩოხატაურს. ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, ნიუსები არცერთი სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის გავრცელებული ვიდეო კადრები, რაც ტვ პირველმა გაავრცელა არის ჩამოჭრილი და დამონტაჟებული, მაგრამ ამ ხალხისგან მიჩვეულები ვართ ასეთ სიბინძურეებს და ეს საზოგადოებისთვის არახალია. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბოდიშს ვუხდი პოლიციელ გიორგი ჯინჭარაძეს და მის ოჯახს, რომელიც მომხდარი შემთხვევის დროს არ ასრულებდა პოლიციელის მოვალეობას, არ ეცვა ფორმა ჩვენ ერთად ვიჯექით ნათლობის სუფრაზე და აღვნიშნავდით ჩვენი მეგობრის შვილის გაქრისტიანებას და მეტიც მომხდარი შემთხვევის შემდეგ მყისიერად მივედი და ბოდიში მოვუხადე. მე სასამართლოზე ვაღიარე ჩემი დანაშაული,მოგვივიდა ერთმანეთში შელაპარაკება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, ადამიანები ვართ და ცხოვრებაა, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მომხდარი შემთხვევის გამო მე დავტოვე თანამდებობა, დავტოვე სამსახური რომელშიც როგორც მერობის დროს და ეხლაც, გული და სული მქონდა ჩადებული და ვემსახურებოდი ჩოხატაურს. მე სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ღირსეული ოჯახის წევრი, რომლის დაფუძნებაშიც თავის დროზე მამაჩემმა მიიღო მონაწილეობა და იმ დროიდან მოყოლებული ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, იმ დროიდან რომელ დროსაც ხალხს გამოჩენა და მხარდაჭერა ეშინოდა. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის რეალურად რა ხდება და ბინძურ კომენტარებს წერენ, ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს, ცხოვრებაა და არავინ არ იცის ვინ რა დროს სად აღმოვჩნდებით”- დაწერა მაღალჩინოსანმა.

ოზურგეთში, რესტორან “ილიკოში” პოლიციელზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო-კადრები გუშინ გავრცელდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ურტყამს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მოქმედ პოლიციელს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved