• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამდენიმე პოლიციელს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი” – ეკა ბესელია მილორავას დაკავების კადრებზე

ალია ავტორი - ალია
12:05 02-02-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია, აცხადებს, რომ მისი შვილის, რატი მილორავას დაკავების საქმეში რამდენიმე პოლიციელის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ბესელიას თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დადგინდებიან, საქმე კი არა მხოლოდ ზემდგომ ინსტანციებში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გადაიგზავნება.

გამოჩნდა კადრებში, რომ სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც აუცილებლად დავადგენ. აუცილებლად ამ საქმეს წავიღებ არა მარტო ზემდგომ ინსტანციაში, არამედ ამ საქმეს აუცილებლად გავაგზავნი ევროპულ სასამართლოში. არ აქვთ იმის გამბედაობა, სიმამაცე, იმიტომ, რომ არიან მხდლები, მშიშრები, სახელმწიფოს დამაზიანებლები, იმიტომ, რომ ჩემთან დაკავშირებით მე მელაპარაკო პირადად, მე გამისწორო თვალი და არ გადაიტანონ ისრები ოჯახის წევრებზე. ამის თავი და გამბედაობა არც იმ რეჟიმს ჰქონდა, არც ამ რეჟიმს არ აქვს, – ამბობს ბესელია.

“პირველებმა” რატი მილორავას დაკავების ის ვიდეოკადრები მოიპოვა, რომელიც საქმეში დევს. 40 წუთიანი სამხრე კამერების ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ მილორავას ერთი საპატრულო ეკიპაჟი აჩერებს, რის შემდეგაც ადგილზე კიდევ რამდენიმე ეკიპაჟი მიდის.

ჩანაწერში ისმის მილორავას ხმაც, რომელიც პოლიციელებს ძალადობაზე მიუთითებს და ეუბნება, რომ მათ დაემორჩილება. დაკავებული სთხოვს სამართალდამცველებს, რომ ხელბორკილი გაუხსნან, რადგან გაუსაძლის ტკივილს გრძნობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved