პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
რ 2-ის ინფორმაციით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
სააგენტო იტყობინება, რომ შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა, სადაც მილორავა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. ჩვენი ინფორმაციით ბესელიას შვილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.














კომენტარები