შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს. მათ შორისაა ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვა რეგიონებში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.














კომენტარები