• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ რეგულაცია მიიღო

ალია ავტორი - ალია
15:16 01-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
892

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია ევროკავშირში რუსული როგორც მილსადენის გაზის, ისე თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ახალი წესები ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.

რეგულაციის თანახმად, აიკრძალება რუსული მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროკავშირში. აკრძალვა ძალაში შევა რეგულაციის გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებული კონტრაქტებისთვის იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეამცირებს გავლენას ფასებსა და ბაზრებზე. სრული აკრძალვა თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტზე 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენიდან იმპორტზე – 2027 წლის შემოდგომიდან.

ევროკავშირის ქვეყნები, გაზის იმპორტზე ნებართვის გაცემამდე, ვალდებულნი იქნებიან, გაადაამოწმონ ქვეყანა, სადაც გაზი იქნა წარმოებული. ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება ჯარიმა გამოიწვიოს: მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, ან კომპანიის მთლიანი წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5%, ან სავარაუდო ტრანზაქციის ბრუნვის 300%.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი ეტაპია REPowerEU-ის მიზნის მისაღწევად, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების დასრულებას გულისხმობს.

ევროკომისია ასევე გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას 2027 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved