• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
11:55 01-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო, ვიდრე ციხიდან გამოვიდოდი – საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიებს შორის კონსულტაციებთან დაკავშირებით პროგრესი არის.

„რაღაცები კეთდება. ერთი რომ პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ ეს პროცესი დაძრული იყო მანამ, ვიდრე გამოვიდოდი ციხიდან. ვიცი, რომ პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს. ცალკე არის კონსულტაციები სამოქალაქო ჯგუფებს შორის, სადაც ასევე, მეც ვარ ჩართული. რამდენიმე ჯგუფის მუშაობაში. საბოლოოდ, ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება ასეთ რეჟიმთან დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებამდე მისვლა გაჭირდება და ბევრ დროს წაიღებს. ეს პროცესები დაძრულია. არ მინდა აღქმა დარჩეს ვინმეს, რომ თითქოს ჩემი ინიციატივაა. ჩემამდე დაწყებული პროცესია, უბრალოდ რაღაცებში ჩავერთე.

ვიცით, რომ ნიკა მელიას მინიმუმ კიდევ ერთი წელი არ უშვებენ, შეიძლება ცოტა ნაკლები. ლაკას [ელენე ხოშტარია] შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცით სასამართლო როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. რაც ვიცოდი ზუსტად არის ის, რომ გიორგი ვაშაძე უნდა გამოსულიყო. ნიკა გვარამია უნდა გამოვიდეს 12 თებერვალს. ადამიანურად არასწორი იქნებოდა მინიმუმ ამ ადამიანების გამოსვლამდე, რომ რაღაც საჯარო განცხადება ყოფილიყო გაკეთებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მინიმუმ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ. ჯაფარიძის შეფასებით, თარგამაძე დილით ადრე იმიტომ არ გამოუშვეს, რომ „მას უბრალოდ აწვალებენ“.

„ახლა არის 11-ის 20 წუთი. მე რომ გამომიშვეს, ზუსტად იყო 9-ის 10 წუთი. ვისხედით ზუსტად ერთი და იმავე ბლოკში, ერთი და იმავე მუხლით, მოსჯილი გვქონდა ზუსტად ერთი და იმავე. გივი იჯდა ზუსტად ჩემს თავზე. მე ვიჯექი 220-ში და გივი იჯდა 320-ში. მე თუ ვიყავი გარეთ 9-ის ათ წუთზე, ახლა გივი რატომ არ არის გარეთ? ერთადერთი ახსნა არის ის, რომ უბრალოდ აწვალებენ მას და მის ოჯახის წევრებს. სხვა მეტი ახსნა არ არსებობს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved