თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.














კომენტარები