ამერიკული მედიის ინფორმაციით, კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა ახალი, საიდუმლო იარაღი გამოიყენეს. New York Post წერს, რომ ოპერაციის წარმატებაში გადამწყვეტი როლი მოწყობილობამ, სახელწოდებით „Discombobulator“-მა ითამაშა, რაზეც გამოცემასთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ოპერაციის დროს მნიშვნელოვნად დააზიანა მოწინააღმდეგის თავდაცვითი შესაძლებლობები და ხელი შეუწყო ამერიკული ძალების უხმაუროდ მოქმედებას. მისი თქმით, დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვს, თუმცა დაადასტურა, რომ იარაღი ოპერაციის კრიტიკული ელემენტი იყო.
მედიის ცნობით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ვენესუელის პრეზიდენტის დაცვის წევრებს ერთდროულად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, რამაც პანიკა გამოიწვია და წინააღმდეგობის გაწევა შეასუსტა. ამის შემდეგ ამერიკულმა ძალებმა ბუნკერში მყოფი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მადურო ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მას ნარკოტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს უყენებენ.
ოფიციალური ვაშინგტონი ოპერაციის დეტალებზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.














კომენტარები