ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.
ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა ბათუმში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














კომენტარები