• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნახევარი მილიონის ნაცვლად ₾48 502 მიუთითეს – კონტრაბანდისთვის 2 პირი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
14:31 01-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს 2 ადამიანი, რომლებმაც თურქეთის საბაჟოზე 536 028 ლარის საბაჟო ღრებულების საქონელი 48 502 ლარით დაადეკლარირეს.

უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.

დაკავებულებს თავისუფლების 8-დან 11 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის საბაჟო ღირებულება 536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირეს.

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, სატვირთომ მანქანიდან თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ავტომანქანის დათვალირების შედგად დაგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქლონლის უმეტესი საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღრებულების არადეკლარიებლი საქონელი. მათ შორის: სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატოროები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დ ქვეპუნქტით, რაც სასჯელი სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და დანაშაულის დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით”, – განაცხადეს ბრიფინგზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved