• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლალი მოროშკინას ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
15:33 01-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,626

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:

,,ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ბატონო ბიძინა,
გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, ვიცი რომ ათასობით ადამიანის აზრს გამოვხატავ და ამიტომ ვაქვეყნებ სოც.მედიაში ამ წერილს,ვიცი რომ აუცილებლად წაიკითხავთ.
ჩვენი ბოლო შეხვედრა არც თუ დიდი ხნის წინ იყო.არასოდეს დამავიწყდება თქვენი სიტყვები:
” მე მიშას კი არ ვებრძვი,არამედ მძლავრ აგენტურულ ქსელსო”.
დიახ! დღეს ალბათ სტამბოლთან ერთად მეორე ქალაქი ვართ,სადაც მსოფლიო სადაზვერვო სამსახურებია კონცენტრირებული,რატომ?
იმიტომ რომ მსოფლიო გადანაწილების დროს,საქართველოს ენიჭება უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,მაგრამ შეგვრჩება კი სამშობლო,თუ ვიქნებით ტერიტორია იმ ტურბულენტურ ზონაში,რომელშიც ახლა შევდივართ?შესანარჩუნებელია “ოცნების” და პირადად თქვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი -მშვიდობა!
სანამ სამი მონსტრი სახელმწიფო ინაწილებს მსოფლიოს, აქა-იქ ისმის კავკასიის როლი და ფუნქცია და ის,თუ ვის ხელში აღმოვჩნდებით.
ძალიან მაფიქრებს ტრამპის დაინტერესება სომხეთით. ე.წ.”ტრამპის გზა”. აზერბაიჯანს ისედაც ყავს საკუთარი ერთმორწმუნე,ერთენოვანი ქომაგი თურქეთი.
სად ვართ ჩვენ?
საგარეო უწყების ბოლო ორი განცხადება, ჯერ ბანდერას მადიდებელი, პეჩორის ლავრის გამანადგურებელი და ქრისტიანობასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერა ჰააგაში და რუსების გასამართლების მოთხოვნაზე ხელის მოწერა,მაშინ როცა თურქეთმა,აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავი შეიკავეს.(16 დეკემბერი)
შემდეგ რუსეთის ახალი რესპუბლიკებიდან ხალხის არ შემოშვება,საქართველოს საზღვარზე,მათ შორის აფხაზეთში დაბადებული ქართველების,რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა,
შესაძლებელია იმ ტრიგერად იქცეს,რასაც ჩვენი მილიონიანი ,საშოვარზე წასული ქართველობის რუსეთიდან გამოძევება მოყვება .
ამის მაგალითი სამწუხაროდ არსებობს.
იმ ვითარებში,როდესაც არ გვყავს აშშ-ს ელჩი, ვეჩხუბეთ(სამართლიანად) გერმანიის ელჩს.ცუდი ურგიერთობა გვაქვს საფრანგეთის საელჩოსთან, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე, არ შემოვიდნენ ჩინური ბანკები,რაც ამოასუნთქებდა უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას.
სულ უფრო მძაფრდება დაუცველობის სინდრომი,ხოლო ამდენი კონცერტი, შოუ-პროგრამები და მე მაპატიეთ, ცოტა ზედმეტი ზიზილ-პიპილები, “ლხინი ჭირის დროს” შეგრძნებას ბადებს.
საყურადღებოა კრემლის პროპაგანდისტის დუგინის განცხადება, რომ არ იარსებებენ ე.წ. ნეიტრალური სახელმწიფოები,რომლებსაც ბირთვული პოტენციალი არ აქვთ. (ჩვენც გვიგულისხმა)
ამასობაში, თურქეთის უფრო მეტ რუკაზე მონიშნულია ბათუმი,როგორც თურქული ქალაქი და შესაბამისად “ყარსის” ვადაგასული ხელშეკრულება უფრო აქტუალური ხდება.
ერთი გასროლა ბათუმში და აჭარა,ნახევარი გურიით თურქეთის მხარეს აღმოჩნდება, ხოლო საქართველო ახალი პოლიგონი გახდება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში,რაზეც ასე ოცნებობენ ჩასაფრებული მტრები.
არასოდეს არ შემშინებია,
არც ახლა მეშინია და როგორც ერთი ჯარისკაცი,ჩემი შვილებიანად მზად ვარ შევწირო თავი სამშობლოს.
ჩემს გვერდს სოც.მედიაში 14.მილიონი გამომწერი ყავს,შესაბამისად ვიცი, ყველა აქ დაწერილი სიტყვა მიდის ადრესატამდე.
ბატონო ბიძინა, თქვენს მიმართ მადლიერებით და პატივისცემით მყოფ ადამიანებს თქვენთან უშუალოდ შეხვედრა და
სამომავლო პერსპექტივის დანახვა გვინდა.
იქნებ დავუშვათ საბჭოს არსებობა,რომელიც ერთგვარი სათათბირო იქნება. (მათ შორის თქვენი მეგობარი ექიმების და მეცნიერების მონაწილეობით)ამის აუცილებლობა მას მერე გაჩნდა,რაც ციხე აივსო “ოცენების” მაღალჩინოსნებით.
შესაბამისად,ყველაზე მძიმე სიტუაცუაში თქვენი ერთგული ადამიანები აღმოჩდნენ,რადგან არ ვიცით რა ხდება სინამდვილეში და ვის ვენდოთ.
გასაგებია,რომ ბრიტანული დაზვერვა ხელს არ გვიშვებს და ოპოზიციაზე არნახული ფული იხარჯება,შესაბამისად გადაბირების მცდელობა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან მიმართებაში როგორც არასდროს მაღალია.
ვფიქრობ ექსპერტთა სათათბირო,როგორც ერთ დროს, ექსპერთა კლუბი თქვენი ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი შეღავათი იქნება დეზორიენტირებული თანამოქალაქეებისთვის.
დიდი პატივისცემით და მადლიერებით,
თქვენი და ქალბატონი ეკას მიმართ.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პოლიტოლოგი და მწერალი
ლალი მოროშკინა
20.01.2026“

თეგები: ბიძინა ივანიშვილილალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved