“ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის ძმა ისევ რუსთავის ციხესთან იცდის. მალხაზ ამაღლობელმა ღამე პენიტენციურ დაწესებულებასთან გაათენა.
ცნობისთვის მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ პატიმრები შეწყალა.
შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მსჯავრდებულები გუშინ დილიდან ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებოდნენ, თუმცა “ოცნების” პრეზიდენტმა აქტი ღამის დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა და მოხვდნენ თუ არა სიაში სინდისის პატიმრები.
ფოტო: ტვ პირველი














კომენტარები