• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დაბარებული და მითუმეტეს დაკითხული” – ირაკლი ხმალაძე

ალია ავტორი - ალია
13:52 01-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
739

თბილისის მერიის ყოფილი გავლენიანი ფიგურა, ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებას მის მიმართ კითხვები ჰქონდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან პოსტი “შაბათის ეთერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ გამოაქვეყნა.

ვრცელ პოსტში ხმალაძე ადასტურებს, რომ საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ამტკიცებს, რომ მრავალ ქვეყანაში მხოლოდ სამოგზაუროდ წავიდა.

“ყველამ კარგად იცით, არ ვწერ სტატუსებს და არარის ეს ჩემი გამოხატვის ფორმა , მაგრამ სამწუხაროდ მიმიყვანეს აქამდე და თბილისის ვიცე მერის პოსტის დატოვებიდან 8 თვის თავზე, ამჯერად უკვე თავისუფალი მოქალაქის რანგში ამ ფორმით გამოვეხმაურები გუშინ ტვ პირველის ეთერში გასულ ჩემს მიმართ უკვე აღარ ვიცი მერამდენე ცრუ და ცილისმწამებლურ სიუჟეტს.
კარგად მახსოვს, ყოველ ჯერზე რაღაც მაკავებდა საჯაროდ გამომეხატა უკმაყოფილება ცრუ ბრალდებების მიმართ და ალბათ ასეც არის, როცა გიკავია მაღალი თანამდებობა მეტი უნდა მოითმინო. მაგრამ მაშინ როცა ეს ყველაფერი წარსულშია, ხარ თავისუფალი ადამიანი და აღარ ფლობ ძალაუფლებას, ცოტა მეტად უნდა იყო ადამინი დაცული ისეთი თავდასხმებისგან, რასაც ტვ პირველი პერიოდულად ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და ახლო ადამიანების მიმართ ჩადის.
უკვე 6 წელია მესმის თქვენგან და თქვენისთანებისგან რო დამიბარეს, ვიყავი დაკითხვაზე, დამაკავეს, მერე გამომიშვეს…… ყოველ ჯერზე ტყული… ყოველ ჯერზე… სადღაც ხომ უნდა დაასრულოთ? ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დაბარებული და მითუმეტეს დაკითხული, მაგრამ მთელ ქვეყანას ასმენინეთ ეს ტყუილები. კი ტყუილია, მაგრამ აზიანებს ადამიანს და მის რეპუტაციას. აქამდე კიდევ გავიგე, ვიყავი მოხელე და არც მეცალა თქვენთვის და თქვენნაირებისთვის, საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა? აღარ ვარ მოხელე. როდემდე არ უნდა დამანებოთ თავი ამ ტყუილებით?

უკანასკნელ პერიოდში, რამდენიმე ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა და ამის მიზეზი მხოლოდ საქმის კეთებაა. ეს უკვე ჩემი პირადია, ვხვდები ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და ვცდილობ საქმე გავაკეთო, რაც ცხადია ლოგიკურია. ეს ჩემი საქმეა და არანაირად თქვენი. მაქვს ამის უფლება და გავაკეთებ. თქვენ კი უნდა შეწყვიტოთ ჩემი დევნა!!!
არ გიპასუხეთ ზარებზე და არც მაქვს ამის სურვილი, ვინაიდან თქვენ არ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, თქვენ ხართ ერთი დაჯგუფება ბოროტი ადამიანების, რომლებსაც მხოლოდ სისხლი გწყურიათ. თქვენი მიზანი არ არის ჯანსაღი და ლეგიტიმური არცერთი გაგებით… თქვენთვის არც კანონია და არც მორალი. არაფერი გაკავებთ ადამიანს ცხოვრებაში შეუვარდეთ და მისი პირადი თუ პერსონალური გაუსაჯაროოთ და ისიც დამახინჯებულად, წარმოაჩინოთ ადამიანი როგორც უვარგისი, ამორალური, ბოროტი და კორუმპირებული.
ამხელა სიუჟეტში, სადაც თითო სიტყვა ყველა ბრუნვაში ატრიალეთ, ერთი მოკლე წერილობითი შეტყობინება მოგწერეთ და ისიც არ გააშუქეთ!!! ვინაიდან კარგად აღწერდა თქვენს საქციელს ჩემი და ჩემიანების მიმართ. ამიტომ არ მაქვს სურვილი თქვენთან საუბრის და არც მექნება. თქვენ საუბარსაც არ დააცდით ადამიანს და არასოდეს შეეცდებით ინფორმაცია სწორად გაიტანოთ საჯაროდ. კომპეტენტურმა სამართალდამცავმა უწყებამ დაგიდასტურათ, რომ არ ვარ მხილებული არცერთ საქმეში, მაგრამ არა, აგრძელებთ ვითომ ექსპერტულ გარჩევას თუ რას ნიშნავს ეს. მიჭერენ თუ არა, მიბარებენ თუ დამიბარებენ და ამით საზოგადოებაში, ჩემს ნაცნობებში და ახლობლებში ქმნით ცრუ განცდას, რომ რაღაც ამგვარი ხდება ჩემთან დაკავშირებით.
თბილისის მერიაში მუშაობის დაწყებით დიდი პასუხისმგებლობები ავიღე დედაქალაქის, მოსახლეობის, ჩემი გუნდის მიმართ. თავაწეული ვიტყვი ყოველთვის, რომ კეთილსინდისიერად ვიმსახურე და ბევრი საქმე გავაკეთე. მიხარია რომ ამის შესაძლებლობა მომცეს, დავაფასე და გავამართლე. დიდხანს ისარგებლებს დედაქალაქის მოსახლეობა იმ სიკეთეებით, რომლებიც ჩემი უშუალო ჩართულობით და გადაწყვეტილებებით შეიქმნა და მე ეს მეამაყება. ყოველთვის ჩავთვლი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ვინაიდან ამ დროს შევძელი ყველაზე მეტი სიკეთის შექმნა მოსახლეობისთვის.
ჩემი კორუმპირებულობა ტყუილი, თუმცა ლოგიკური ფანტაზიაა. თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რომ ამ ბრალდებებს მივიღებდი. სამწუხაროდ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები ჯერ კიდევ ახსოვს ქვეყანას და აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კეთილსინდისიერად ვიმსახურე და კანონი არასოდეს დამირღვევია. ბევრი საქმე მებარა, ყოველდღიურად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევდა, რომელსაც ზოგჯერ განაწყენებული მხარეც ყავდა. ბევრ ცუდს საუბრობდნენ ჩემზე, მაგრამ ეს არასოდეს მწყინდა.

მქონდა იდეები ქალაქისთვის და ვახდენდი მათ რეალიზებას. ეს უდიდესი სიამოვნება იყო და ახლაც მახარებს, როდესაც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მუშაობის ნაყოფს ვხედავ ქალაქში. სამწუხაროდ, ვერ შევძელი ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ მჯერა ახალი გუნდის და მათი პროფესიონალიზმის, ისინი მოახერხებენ და გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ.
არ მოვერიდები და აუცილებლად შევეხები ქონებრივ საკითხს, რაც ჩემს მიმართ მედიის მხრიდან ბრალდების საგანი პერიოდულად ხდება. არც მდიდარი ვარ და არც ღარიბი. მთელი ცხოვრება ვიმუშავე და ჩემი შესაძლებლობებით, სესხის დახმარებით ორჯერ მოვახერხე სახლის აშენება და დღეის მდგომარეობით, ორივე სახლი გაყიდული მაქვს სხვადასხვა პერიოდში. ამის შესახებ ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით და თანმიმდევრობით ვაქვეყნებდი. დღეისათვის, მე უძრავი ქონება არ გამაჩნია, არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის სახელზე. უკანასკნელი სახლის გაყიდვაც არაერთხელ გააშუქეთ თითქოს რამე უკანონო მქონდა ჩადენილი, ცდილობდით ჩემს დისკრედიტაციას და სამწუხაროდ, გარკვეული დოზით გამოგივიდათ კიდეც. არაჯანსაღი და ამორალურია, მაგრამ ესაა თქვენი საქმე და გაგიკვირდებათ, ვცემ ამასაც ცოტაოდენ პატივს. თქვენ თქვენი დღის წესრიგი გაქვთ, არ გსიამოვნებთ სუფთა და კეთილსინდისიერი თანამდებობის პირები და მხოლოდ მათი რეპუტაციის დაზიანებით ხართ დაკავებული. თავს ესხმით მათ და მათ ახლობლებს მოულოდნელ და უხერხულ სიტუაციებში, ცდილობთ დააბნიოთ, თავს მოახვიოთ ტყუილები და ცრუ ბრალდებები და შექმნათ ქაოსი. მაგრამ ახლა აღარ ვარ საჯარო მოხელე და ველოდები როდის დაასრულებთ ჩემს მიმართ ამ ამორალურ კამპანიას…

რაც შეეხება თამარ მელიქიშვილს, თამუნა ყოველთვის წარმატებული მოხელე იყო, რომელიც უკვე სამი წელია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობს. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თამუნამ ბევრი რამ მოახერხა და კიდევ მოახერხებს. ყოჩაღი ადამიანია და არ არის ეს ვინმეს გასარჩევი. ნუ ფიქრობთ, რომ გაქვთ უფლება იქექოთ მის პირადში. თბილისში ათიათასობით კერძო სახლი დგას, ყველა ვიღაცას ეკუთვნის და ყველას აქვს თითოეული ამ სახლის შექმნის ისტორია. თამუნა არაფრით ამათგან გამორჩეული არ არის. ნუ უსაფრდებით და ნუ ესხმით თავს, დაიცავით ადამიანური და ჟურნალისტური ზღვარი!
კიდევ ერთი დანაშაული რასაც სჩადიხართ და არაფრით სხვაზე ნაკლები, უტვინო საბა ბუაძეს საზოგადოებას პოლიტიკოსად რომ აჩვენებთ ეგ გახლავთ. „ირაკლი ხმალაძის დარგში სპეციალიზებული პოლიტიკოსი“. რამე სხვაც ჩასძახეთ… ადამიანი, რომელიც ხუთი წელია პოლიტიკაშია, აქედან 4 წელი საკრებულოში გაატარა (მოისმინა) და ლაპარაკობს საქმეზე, რომელზეც გამოძიებაც დასრულებულია, საქმეც დახურულია და არ დადგენილა არათუ ჩემი, არამედ არცერთი მერიის თანამშრომლის რაიმე გადაცდომა და ამას უკვე მერამდენედ ასმენინებთ საზოგადოებას.
ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც პირდაპირ თუ ირიბად მქონდა სამსახურებრივი შეხება. ისინი ყველაზე კარგად მიცნობენ. ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებმა პროფესიონალიზმის და ადამიანობის უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდრეს ჩემს თვალში, – წერს ხმალაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved