• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გათავისუფლებული ფოთელი მასწავლებლის საქმე – იგორ კეკელია მუქარის ფაქტებზე პროკურატურას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
12:21 01-17-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
765

ქალაქ ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის, იგორ კეკელიას განმარტებით, მისთვის უცნობი პირი მის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე დააკავეს.

იგორ კეკელია აღნიშნავს, რომ დაკავებული პირი მას ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა. გათავისუფლებული პედაგოგის თქმით, მსგავსი შეტყობინებები სხვა პირებისგანაც მიიღო, ვის შესახებაც პროკურატურას მიმართავს.

არც ვიცნობ საერთოდ ვინ არის. ჩემთვის უცნობი პიროვნება გამომეხმაურა სოციალურ ქსელ Messenger-ის საშუალებით, ისეთი შეტყობინებები გამომიგზავნა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით მემუქრებოდა, ფეხების მომტვრევით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, დედის გინებებით და ა.შ. და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გამიჩნდა. სხვა ადამიანებისგანაც არის ასეთი შეტყობინებები შემოსული ჩემს Messenger-სი და მე მათთან დაკავშირებითაც უნდა მივმართო პროკურატურას, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ყველა ადამიანი,” – ამბობს იგორ კეკელია. 

ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი იმედოვნებს, რომ იგორ კეკელიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე შსს-ს ისეთივე სწრაფი რეაგირება ექნება, როგორიც მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ბაკურიანის ტერიტორიაზე დააკავეს ერთ-ერთი პირი. ადამიანი, რომელმაც Messenger აპლიკაციის დახმარებით პედაგოგს გაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იყო მუქარის შემცველი, განსაკუთრებით კი ის ეხებოდა ჯანმრთელობის დაზიანებას. 

ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრების გავრცელებას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გამოზიების მიმართ არსებობს კიდევ კითხვის ნიშნები, არსებობს გონივრული ვადა, რომელსაც ვაძლევთ ჩვენ გამოძიებას იმისთვის, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს და იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხზეც იქნება ისეთივე სწრაფი რეაგირება სამომავლოდ, როგორიც ამ შემთხვევაში იყო მუქარის ფაქტთან მიმართებით,” – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.  

ცნობისთვის, ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს – სკოლამ კი  54 წლის კაცი, მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლა.

მომხდარზე გამოძიება ფოთის რაიონულმა პროკურატურამ 1 თვის წინ დაიწყო. მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული პედაგოგი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved