• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ვარ პოლიტპატიმარი, თუ დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დღესვე ვიწყებ მშრალ შიმშილობას“ – ნინა სანდერი

ალია ავტორი - ალია
13:00 01-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ნინა სანდერმა განაცხადა, თუკი, მას დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, ის მშრალ შიმშილობას დაიწყებს.

სანდერმა სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დრო სთხოვა რათა მისი ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა.

„მე ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის უფლების დასაცავად, ვინაიდან არჩევნები გაყალბდა… რის გამოც, ეს მთავრობა არალეგიტიმურია და აღმასრულებელი ორგანო არალეგიტიმურია, სახელმწიფო მიტაცებულია. ქართველების, ევროპული მომავლის დასაცავად ვიდექი სისხლიან აქციებზე, სადაც ტერორი, დარბევა ხდებოდა, ჩემზეც განხორციელდა ჯგუფური ძალადობა ფორმიანი პოლიციელებისგან, წამაქციეს და ყელში ჩამარტყეს წიხლი. როგორც დანარჩენ მოქალაქეებზე, ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რისი გამოყენების შემდეგაც, რასაც ტელევიზიით ვისმენ, ის სიმპტომები მაქვს მეც, მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები… D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს, ასევე ვეგანურად ვცხოვრობ, ის ვიტამინი მოვითხოვე, რაც გერმანიაში დამინიშნეს, მეოთხე თვეა, D ვიტამინი არ მიმიღია. გულის უკმარისობა, ზურგის ტკივილი მაქვს, კარდიოგრამაც არ გადამიღეს. ტკივილის ატანა არის ტანჯვა, გავდივარ წამებას, ტკივილით ტანჯვას, ამას ემატება გულის პრობლემები. მეოთხე თვეა, D ვიტამინი არ მაღირსეს, ექიმმა მომატყუა ვეგანს და არავეგანური წამალი მომიტანა.

იანვრიდან დამისივდა ყბა, არც რენტგენი, არც არაფერი, ანტიბიოტიკი დამინიშნეს, რენტგენი გაფუჭებულიაო… არანაირი ყურადღება, არანაირი გამოკვლევა, არანაირი წამალი. ციხის დირექტორთანაც, ციხის ექიმთანაც დავასრულე საუბარი, ჯანმრთელობა ქიმიური იარაღით დამიზიანეს, მე ვარ პოლიტპატიმარი, მე თუ დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დღესვე ვიწყებ მშრალ შიმშილობას, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე, ეს ისედაც არ მაქვს. ციხეში მისვლისთანავე ჩემზე სისხლის სამართლის დანაშაული განხორციელდა, ჩემს გაშიშვლებას ითხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს”,- განაცხადა სანდერმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატებს ჰკითხა, იყო თუ არა მათთვის სანდერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ცნობილი, რაზეც ადვოკატებმა უარყოფითი პასუხი გასცეს და განაცხადეს, რომ დღესვე, მალხაზ ურთმელიძეს მიმართავენ განცხადებით.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved