შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: – უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.კ. და მოლდოვის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული ი.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ირკვევა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს ბუშტებში ახვევდნენ და სასაფლაოზე დებდნენ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














კომენტარები