• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად იქ­ნე­ბა და ფრთხი­ლად იყა­ვით არ შეგრცხვეთ თქვე­ნი ბინ­ძუ­რი სი­ტყვე­ბის“ – ღარიბაშვილის ცოლის და

ალია ავტორი - ალია
12:18 01-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის და, მა­რი­ამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“ძა­ლი­ან გული მტკი­ვა, რომ მი­წევს ამის და­წე­რა, მაგ­რამ გული ვერ და­ი­ტევს, მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს ირაკ­ლი ვინ არის და რა ადა­მი­ა­ნია.”დეჟა ვუ” მაქვს, ერთი წლის წინ არ­ჩევ­ნე­ბის წინ დავ­წე­რე პოს­ტი, რა გა­ვი­ა­რე როცა მა­მა­ჩე­მი და­ი­ჭი­რეს 2011 წელს და ვთქვი სი­ტყვე­ბი “ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას მსგავ­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი თა­ვი­დან ავა­ცი­ლოთ”.

მი­ჭირს, როცა ვიცი რა მტკივ­ნე­უ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ჩემ­მა 9 და 10 წლის დის­შვი­ლებ­მა მა­მის­გან დამ­შვი­დო­ბე­ბა მო­ის­მი­ნეს და იცი­ან რომ ცი­ხე­შია. კი­თხვე­ბი ბევ­რია, რა­ტომ? არ ეს­მით რა­ტომ უნდა და­ი­ჭი­რონ მამა, რო­მელ­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბია, ბავ­შვო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია, მშობ­ლე­ბის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­ში იზ­რდე­ბი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იცი­ან რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი გულ­წრფე­ლი, უკი­დე­გა­ნო სიყ­ვა­რუ­ლი. ამი­ტომ მტკი­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად. არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ… არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამ ტკი­ვილს და დარდს.

5 წლის ვი­ყა­ვი ირაკ­ლი, რომ გა­ვი­ცა­ნი. ჩემს დაზე მი­წე­ბე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვი­ეჭ­ვი­ა­ნე, ახ­ლაც მახ­სოვს, მაკ­დო­ნალ­დში წა­მიყ­ვა­ნეს რუს­თა­ველ­ზე, ირაკ­ლის ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, ვთხო­ვე და­მა­ლო­ბა­ნა მე­თა­მა­შე მეთ­ქი, მე­თა­მა­შა და ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. ბევ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რთუ­ლი იყო არ შემყვა­რე­ბო­და, მი­ვი­ღე პა­ტა­რა შტერ­მა მა­რი­ამ­მა, იმი­ტომ რომ მივ­ხვდი, ჩემი და რო­გორ უყ­ვარ­და. სკო­ლა­შიც ირაკ­ლის დავ­ყავ­დი, ჩვენ­თან ცხოვ­რობ­დნენ სა­ნამ სახ­ლის­თვის ფულს აგ­რო­ვებ­დნენ, ჩემი ოთა­ხი და­ვუთ­მე და მი­ხა­რო­და ყო­ველ დღე ამ სიყ­ვა­რულს რომ ვხე­დავ­დი.

ირაკ­ლი პა­რიზ­ში რომ წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად 3 სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და და თან ფულს აგ­რო­ვებ­და ოჯა­ხის­თვის. ეს ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე თავ­მდა­ბა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, ნი­ჭი­ე­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო ყო­ველ­თვის. როცა არა­ფე­რი ჰქონ­და 21 წლის ასაკ­ში, ჩემს დას დაჰ­პირ­და რომ ისეთ მო­მა­ვალ მი­ცემ­და, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებ­და, ეს პი­რო­ბა ჩემს მშობ­ლებ­საც მის­ცა. ჩემს დას სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად აჩუ­ქა, ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ქალი ოც­ნე­ბობს. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ხან­და­ხან მორ­ცხვად, რომ ჩემი მა­გა­ლი­თი იყ­ვნენ, არი­ან და იქ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის და სიყ­ვა­რუ­ლის.მა­მო­ბა­ზე არც ვიცი რო­გორ ვი­სა­უბ­რო, პრე­მი­ე­რი რომ იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, სახ­ლში მო­დი­ო­და და ბავ­შვებს რჩე­ვებს ეკი­თხე­ბო­და: ” მამ, რას ფიქ­რობ აბა, ხო სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი, შენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი, მერე ბურ­გე­რებს უკე­თებ­და ყვე­ლას და თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს ბავ­შვებ­თან ერ­თად. შვი­ლებ­თან მე­გო­ბა­რიც არის, მა­მაც და ავ­ტო­რი­ტე­ტიც. რო­გორ ახერ­ხებს არ ვიცი… რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ვიცი..

არც ის ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ერთი ვიცი რომ ირაკ­ლის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ არ ჩნდე­ბი­ან, მის­ნა­ი­რი ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. იყო ადა­მი­ა­ნი, არ არის მარ­ტი­ვი. ირაკ­ლი­ზე ვინ რას და­წერს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვი­საც ღირ­სე­ბა, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა აქვს, ყვე­ლა ხვდე­ბა ვინ არის. ვი­საც გი­ხა­რი­ათ რაც ხდე­ბა, ჩემ­თვის თქვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ.

ბავ­შვებ­ზე რომ ღლი­ცი­ნებთ და გი­ხა­რი­ათ სხვი­სი უბე­დუ­რე­ბა, მე­ცო­დე­ბით, იმი­ტომ რომ ვე­რას­დროს ვერ მიხ­ვდე­ბით რა არის ამ ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი: სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც თვით უფა­ლი ღმერ­თია. ირაკ­ლი­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, უდი­დე­სი ში­ნა­გა­ნი ძალა და თავ­და­ჯე­რე­ბა აქვს, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში უფ­ლის რწმე­ნით, თა­ვი­სი სი­მარ­თლით და ოჯა­ხის სიყ­ვა­რუ­ლით მო­დის.

სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად იქ­ნე­ბა და ფრთხი­ლად იყა­ვით არ შეგრცხვეთ თქვე­ნი ბინ­ძუ­რი სი­ტყვე­ბის. ბავ­შვებს ნუ ეხე­ბით, გე­ში­ნო­დეთ ღმერ­თის! ღმერ­თმა შე­გინ­დოთ და თქვენს შვი­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა მის­ცეს!ცუდ­სა რად უნდა მტრო­ბა, კარ­გია მუ­დამ მტრი­ა­ნი!ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და გაგ­ვაძ­ლი­ე­როს! P.S სან­თელ საკ­მე­ვე­ლი გზას არ დაჰ­კარ­გავს დიდი ილია თვლი­სო!” – წერს მა­რი­ამ თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ა­სახ­ლეს.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა – მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved