• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ვერ შემაჩერებთ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე შესაბამისი მუხლით არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!“ – მოკლული მასწავლებლის დედა

ალია ავტორი - ალია
10:30 01-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანს დედა ეკა კუპატაძე სოცქსელში წერს:

„ჩემთვის ამ პოსტის დაწერა სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.მივმართავ მკვლელობის დამკვეთი ნია იმნაძის ოჯახს: თქვენ იპოვეთ ერთი ადამიანი, ვისთანაც ერთხელ მაინც, ნებისმიერი ფორმით რამე გადაცდომა ჰქონია გიგა ავალიანს, თუნდაც ბავშვობაში უბრალო წყენა; თუ მოახერხებთ, მოისყიდეთ კიდეც! ოღონდ, უნდა დაამტკიცოს, რომ გიგას იცნობდა!სიტყვა გამიგრძელდება, მაგრამ დეტალებს უნდა ჩავყვე…..პირველი კურსიდან ვამზადებ მოსწავლეებს, ბოლო 8 წელია, ამზადებდნენ ჩემი შვილებიც. ყველამ იცის, რომ არც ჩვენ ვაცდენთ გაკვეთილებს და არც მოსწავლეს ვაძლევთ უმიზეზოდ გაცდენის უფლებას….გიგას წელს ჰყავდა 56 მოსწავლე, ჯგუფში იჯდა 4-4 ბავშვი, ანუ 14 ჯგუფი!ნია იმნაძის ჯგუფმა მეცადინეობა დაიწყო 1 სექტემბერს, იმნაძე შემოუერთდა 12 სექტემბერს. მის ჯგუფს მანამდე გაკვეთილები ჰქონდა 1; 5; 7; 8 სექტემბერს. ჯგუფს რომ არ ჩამორჩენოდა, გიგას უნდა აენაზღაურებინა ეს 4 გაკვეთილი, თუმცა, რადგან იმნაძე თავის გაკვეთილებსაც აცდენდა და აღდგენაზე რას მოვიდოდა, აღდგა მხოლოდ ერთი, 13 სექტემბერს, 18:30 სთ-ზე.როგორც ვთქვი, იმნაძე გაკვეთილებს აცდენდა, არც საბაზისო ცოდნა ჰქონდა, არც სწავლის სურვილი, რის გამოც ჩვენ მისი გაშვება გვინდოდა და ამას დავამტკიცებ ოფიციალურად, დოკუმენტალურად! ასე, რომ ვინაიდან იმნაძე აცდენდა, მას გაკვეთილები ჩაუტარდა მხოლოდ:12 სექტემბერს 19:30 სთ-ზე13 სექტემბერს 18:30 სთ-ზე (აღდგენა)22 სექტემბერს 19:30 სთ-ზე28 სექტემბერს 19:00 სთ-ზე29 სექტემბერს 19:30 სთ-ზე ბოლო გაკვეთილის მიმდინარეობისას, მკვლელები უკვე დარაჯობდნენ ეზოში! ჯგუფის დანარჩენი 3 მოსწავლე, კატეგორიულად უარყოფს, რომ გიგას რაიმე ინტერესი გამოეჩინოს ვინმეს მიმართ. ეს, რაც საქმის მასალებშია, თორემ მე კი ვიცი ჩემი შვილი რა სპეტაკიც იყო. ახლა ქრონოლოგიურად მოგიყვებით რა მოხდა.26 სექტემბერს ნია იმნაძემ გააცდინა გაკვეთილი, მე დავურეკე დედას; დედას გაუკვირდა, თუმცა დიდად არ შეშფოთებულა. მე ვურჩიე, რომ ჯობდა ნიას სხვა საგანი აერჩია, ვინაიდან მათემატიკას სჭირდებოდა შრომისმოყვარეობა.როგორც შემდეგ სოციალური გვერდებიდან გავარკვიეთ, იმნაძე იმ დროს, როცა გაკვეთილი უნდა ჰქონოდა, იყო ,,მუშტაიდში”, სავარაუდოდ, იმ დროს მის გვერდით იყო მისი თვენახევრის გაცნობილი შეყვარებულიც. (იყო თუ არა შეყვარებული მასთან, ამის ანტენებით გადამოწმებას ვითხოვ 7 ნოემბრის შემდეგ!)ალბათ, დედამ დაურეკა და კითხა რატომ არ იყო გაკვეთილზე და…..აქ დაიწყო ყველაფერი!…. სამყარომ არ მაპატია, რომ მოსწავლე მოვიკითხე დედასთან და გარყვნილი, პირსისხლიანი მკვლელების ხელით მომიკლა ანგელოზი, სპეტაკი, ზეპატიოსანი, გაწონასწორებული, გენიოსი შვილი…. გეტყვით რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო მკვლელობის დაკვეთა და არა უბრალოდ თავის მოსაწონებელი ან თავის გასასამართლებელი ეჭვიანობის ჩაწვეთება.იმასაც დავასაბუთებ, რომ იმნაძემ იცოდა ჩადენილი დანაშაულის შესახებაც.1) სახლი სადაც მოსწავლეებს ვამზადებდით, არის პირველ სართულზე, მისამართით მითითებული შესასვლელი არის გაუქმებული და ფუნქციონირებს მხოლოდ უკანა შესასვლელი. მკვლელები გიგას ელოდებოდნენ უკანა შესასვლელთან!2) მკვლელებმა იცოდნენ იმ ოთახის ფანჯარა, სადაც ვიჯექი მე და ფიზიკურად მიცნობდნენ მე!3) მკვლელებმა ზუსტად იცოდნენ, რომელი იყო გიგა ავალიანი; ჩემთან დადიოდა აბიტურიენტი ბიჭები, მოსული, ბრგე ვაჟკაცები; გიგა კი იყო 28 წლის, მაგრამ იყო საკმაოდ მოვლილი, კოხტა, სპორტული აღნაგობის და ასაკი არ ეტყობოდა. ასე, რომ გიგას თუ არ იცოდი რომელი იყო, ღამით ვერ გაარჩევდი აბიტურიენტებისგან!4) მკვლელებმა ზუსტად იცოდნენ გიგა რომელ საათზე გადიოდა ცენტრიდან!5) ანი ნასყიდაშვილისა და ალექსანდრე გაბაშვილის მიმოწერაში, რამდენჯერმე არის ნახსენები, რომ გაბაშვილი უხსნის ნიას, რომ პრობლემას მასწავლებელთან მალე მოუგვარებს!6) მიმოწერაში, რომელიც გავასაჯაროვე გიგას გარდაცვალების ღამეს, იმნაძე გიგას მიმართავს ყოველთვის შენობით და ,,უგულებს” ყველაფერს; 28 სექტემბერს მიმართავს უკვე თქვენობით!7) ნია იმნაძე 2 ოქტომბრის შემდეგ, ისტერიულად ამოწმებს, გაიგო თუ არა პოლიციამ, თუ ვინ და რა ჩაარტყა გიგას თავში!8)ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი მკვლელობის შემდეგ რამდენჯერმე გადაიკვეთა და ისინი ინფორმაციას ერთმანეთში ცვლიდნენ; ამას ადასტურებს ის, რომ 14 ოქტომბერს დაიკითხა ნია იმნაძე (აქო და ადიდა გიგა მასწავლებელი), იმ დღეს ალიბის შესაქმნელად, 20 ლარი ჩარიცხა ალექსანდრე გაბაშვილმა ჩემი შვილის ანგარიშზე, ,,გიგას დასახმარებლად”!9) იმნაძე და გაბაშვილი რომ ინფორმაციებს ცვლიდნენ, იმაშიც ჩანს, რომ 16 ოქტომბერს გაბაშვილი გარბის საქართველოდან! (იმნაძის დაკითხვიდან 2 დღის შემდეგ!)10) გაბაშვილი დაიბარეს პოლიციაში 17 ოქტომბერს, 19 ოქტომბერს ადვოკატ გირშელ ძებნიაურის გასალაშინებული ბოდვით წარსდგა პოლიციაში. პოლიციაში შესვლისას იმნაძე უგზავნის გულებს და კოცნებს გაბაშვილს და ამშვიდებს, რომ არ დაიჭერენ, რადგან ის მისთვის ლოცულობს და სანთლებს ანთებს!11) იმნაძეს მეორედ დაკითხავენ 20 ოქტომბერს, რადიკალურად შეცვალა ჩვენება და მისი ადვოკატის კარნახით ჩაწერილ ჩვენებაში წერია, რომ გიგა არღვევდა იმნაძის პირად სივრცეს, ეუბნებოდა კომპლიმენტებს და 29 სექტემბერს შესთავაზა სახლში გაცილება, ამის შემდეგ აღარ მივიდა გაკვეთილზე, რადგან თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. იმნაძის იდიოტო ადვოკატო, გიორგი ლეკიშვილო,1) ალექსანდრე გაბაშვილი გიგას მოსაკლავად უკვე დარაჯობდა 29 სექტემბერს გაკვეთილის მიმდინარეობისას იმიტომ, რომ გიგამ ნია იმნაძეს შესთავაზა გაცილება 29 სექტემბერს გაკვეთილის შემდეგ???? ანუ, დროში იმოგზაურა მაგ გარყვნილმა ლაწირაკებმა შენთან ერთად???2) 29 სექტემბრის მერე, ნია იმნაძეს გაკვეთილი უნდა ჰქონოდა 3 ოქტომბერს და ამ დროს გიგა უკვე 4 ქულიანი კომით იყო გათიშული! ანუ, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და აღარ მივიდა გაკვეთილზე კი არა, აღარ იყო მეტი გაკვეთილი, გიგა მოკლეს!3) 29-ში ყველა მოსწავლე გამოვიდა ერთად და გასასვლელში დაიშალნენ!4) ჩვენთან მერხები ისე იყო განლაგებული, რომ პირადი სივრცის დარღვევა რომც დომოდა, მაინც ვერ დაარღვევდა გიგა!5) იმ ჯგუფში კიდევ 3 ბავშვი იჯდა და მათ რომ დაკითხავდნენ ვერ გაითვალისწინე? თქვენ თუ სათითაოდ ჭკუა არ გასწავლეთ, ქალი არ ვიყო! ის პუნქტები, რაც ჩამოვთვალე, ცალ-ცალკეც და მით უფრო ყველა ერთად, პირდაპირ ან ირიბად მეტყველებს იმნაძის ბრალეულობაზე! უბრალოდ, ეს ყველაფერი ვერ/არ შეამჩნია პროკურატურამ!პროკურატურავ, თქვენ წარმოადგენთ სახელმწიფოს! ნუ შეეწირებით გარყვნილ, პირსისხლიან ლაწირაკებს! მე ვერ შემაჩერებთ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე შესაბამისი მუხლით არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!“

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved