რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ყველა კეთილი ნების ადამიანს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მშვიდობის დღეს, სულ მცირე, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მაინც“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპის ლეო XIV-ს თქმით, დამწუხრებულია, რომ რუსეთი ზავზე უარს ამბობს.
„მწუხარებას იწვევს ის, რომ რუსეთმა ზავის თხოვნაზე უარი თქვა. იმედი მაქვს, მოგვისმენენ და მთელ მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება“, – აღნიშნა რომის პაპმა.














კომენტარები