ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მწვანე ბარათების” პროგრამა შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლისა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობის დადგენას, რომელიც შტატებში წლების წინ სწორედ “მწვანე ბარათის” მოპოვების შედეგად მოხვდა. საუბარია 48 წლის ნევეს ვალენტეზე, რომელიც, ამერიკული მედიის ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
“მწვანე ბარათის” პროგრამის დაპაუზების პარალელურად, ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტი ნოემმა პრეზიდენტისაგან ოფიციალურად მიიღო განკარგულება, რომ შემდგომი მითითების მიღებამდე სრულად შეზღუდოს იმიგრანტთა ავტორიზაციის პროცესიც. როგორც ტრამპის გუნდში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მეტი უზრუნველყოფაა.
ცნობისთვის, “მწვანე ბარათის” ლატარია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, შტატებში ცხოვრების უფლებას 50,000-მდე ადამიანს აძლევს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადი 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო.














კომენტარები