• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის არ შეეხება ამნისტია ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე – შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:56 12-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა.

დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდეს მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.

მნიშვნელოვანია მართვის უფლების აღდგენის პროცედურები:

780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდათ მართვის, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა;

მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3500-მდე პირს, ავტომატურად არ აღუდგება მართვის უფლება. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ;

აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში;
იმ 20 000-მდე პირის მიმართ, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უზრუნველყოფს თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა.

ამასთან, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულზე. მსგავსი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, მართვის უფლების აღდგენის მიზნით, უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1152 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის მიზნით კი პირმა უნდა მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

ნარკომომხმარებლებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს.

ასევე, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევებს.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.

აღნიშნული მიუთითებს, რომ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები გავრცელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved