• რეკლამა
  • კონტაქტი
09:39, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რადიკალურად რაიმეს მტკიცება აქციებზე გამოყენებული გაზის შესახებ ამ ეტაპზე შეუძლებელია” – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:04 12-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,316

ექიმი მაია ბუწაშვილი ბიბისის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმაურება;

,,როგორც ყველამ ვნახეთ, BBC გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ თბილისში აქციების დარბევისას გამოყენებული იყო აკრძალული გაზი ბრომობენზილ ციანიდი.

სტატია ეყრდნობა აქციის მონაწილეებში კანის და თვალების წვის, ასევე სუნთქვის პრობლემების იმაზე ბევრად მეტად გახანგრძლივების ფაქტებს, ვიდრე ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის მიმართ ექსპოზირების შემდეგ ხდება. ასევე, ექიმ კოტე ჩახუნაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ფარგლებში გამოიკითხა აქციების სამასზე მეტი მონაწილე.

შესაბამისად, დღეს ბევრი ადამიანი, ვინც აქციებზე გაზის მიმართ ექსპოზირდა, ძალიან ღელავს და ეს სრულიად გასაგებია. მე არ ვარ ტოქსიკოლოგი (და კარგი იქნება ტოქსიკოლოგების მხრიდან რაიმე კომენტარი მოვისმინოთ), მაგრამ რადგან ექიმი ვარ და თანაც ჩემი მეორე პროფესია საზოგადოებრივი ჯანდაცვაა, ჩემი აზრი მინდა გამოვხატო ამ საკითხზე.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქციის მონაწილეების და მათი ოჯახის წევრების ასეთი ინტენსიური ნერვიულობის მყარი საფუძველი ჯერ არ გვაქვს და რადიკალურად რაიმეს მტკიცება აქციებზე გამოყენებული გაზის შესახებ ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა დამშვიდდნენ, ისედაც უკიდურესად სტრესულ გარემოში ვართ ბოლო ერთი წელია.

ფაქტია, რომ გაზის გამოყენების დროს ბევრი წესი ირღვეოდა (დასაშვებ დისტანციაზე უფრო ახლოს შესხურება, მათ შორის პირდაპირ სახეში, დახურულ სივრცეში გაფრქვევა და ა.შ.). ასევე ფაქტია, რომ ბევრი მონაწილე დიდხანს ჩიოდა სხვადასხვა სიმპტომის შესახებ და სერიოზული ეჭვი ჩნდებოდა, რომ ადამიანები უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე აქციების დროს წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის სტანდარტულ გამოყენებას უნდა გამოეწვია. ეს მართლაც იმით იყო გამოწვეული, რომ რომელიმე აკრძალული ნივთიერების გამოყენება მოხდა, თუ იმიტომ, რომ ყოველგვარი წესების და სტანდარტების გარეშე ხდებოდა გამოყენება, ეს დანამდვილებით არავინ იცის.

სამწუხაროა ის, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ექსპოზირებულ ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე. ამიტომ ახლა რაიმე ობიექტური, ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობილი მონაცემების მოპოვება, როგორც ჩანს, ძალიან ძნელია.

მიუხედავად იმისა, რომ BBC სტატიაში ნახსენები გაზის შესახებ ინფორმაცია მწირია, რადგან ის დიდი ხანია აღარ გამოიყენება და თანამედროვე მეცნიერებას ნაკლებად აქვს კვლევები ჩატარებული, არსებული ინფორმაციით ჯანმრთელობის შორეული მავნე შედეგები იშვიათია.

იმედია ოდესმე გვეღირსება და მომავალში ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ადამიანის უფლებები ისე იქნება დაცული, რომ ასეთ თემებზე მსჯელობა აღარასოდეს მოგვიწევს.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved