პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, იცოდნენ, თუ ვინ არის აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ავტორი.
ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ, შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა ვიდრე მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება, ვიცოდეთ, თუ ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.














კომენტარები