საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის – ზურაბიშვილი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს თანადგომას უცხადებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებაში წერს, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით დგას.
„ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ და გისურვებთ ძალას და მშვიდობიან მომავალს ღირსებით, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემით“, – წერს ზურაბიშვილი.














კომენტარები