რუსეთის რამდენიმე რეგიონი და ოკუპირებული ყირიმი დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები ვოლგოგრადიდან, სადაც რუსულმა საჰაერო თავდაცვამ უპილოტო აპარატი საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსისკენ გადაამისამართა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ვოლგოგრადის აეროპორტში ფრენები შეზღუდულია. ცნობილია, რომ დრონი კორპუსს მოხვდა და სამი ადამიანი დაშავდა.
იერიშებს ადასტურებს რეგიონის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი. ვორონეჟის გუბერნატორმა კი თქვა, რომ საჰაერო თავდაცვამ და რადიოელექტრონულმა ბრძოლის საშუალებებმა რამდენიმე დრონი გაანადგურეს, თუმცა დაზიანდა კერძო სახლის ფასადი და მესერი.
ოკუპირებულ ყირიმშიც დაფიქსირდა დრონებისა და რაკეტების შეტევა. სევასტოპოლის ზღვაში, „საცკის“ აეროდრომის რაიონში და სიმფეროპოლში რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები.














კომენტარები