უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრისგან მოვისმინე, თუ როგორ აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტს პუტინთან საუბრის გამო. აუცილებელი არაა უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდე, მაგრამ თუ მშვიდობის მიღწევა გსურს, მაშინ ძლიერი უნდა იყო. ასევე, აუცილებელია ხალხს ესაუბრო და აქტიურ, აგრესიულ დიპლომატიაში ჩაერთო“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.














კომენტარები