საქართველოში თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20-ვე დაღუპული ნაპოვნია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN TÜRK ავრცელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.














კომენტარები