პაატა ბურჭულაძის ადვოკატი წერილს ავრცელებს, სადაც დაკავებული მსოფლიო ბანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერი რუსული სპეცოპერაცია იყო, სამარცხვინოს უწოდებს:
„ბატონი პაატა მოგესალმებათ ყველას. მას 8 დეკემბრამდე აკრძალული აქვს წერილის გამოგზავნა და მოკლებულია შესაძლებლობას 4 ოქტომბრის ისტორიული, ეროვნული კრების მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს და აუხსნას ქართველ ხალხს, ამავე დროს უპასუხოს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადებას, რომ თურმე ეროვნული კრება ყოფილა რუსული სპეცოპერაცია.
პირველივე შესაძლებლობისთანავე იგი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. მადლობა“















კომენტარები