• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დააჯარიმეს 16 კაფე 10 000-10 000 ლარით – „დეზობარიერთან არ გვქონდა გაკრული სტიკერი, რომ აქ სტუმრებმა ფეხები უნდა გაიწმინდონ“

ალია ავტორი - ალია
18:41 06-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ორ დღეში 26 კაფე შეამოწმა და მათგან 16 დააჯარიმა.

მათ შორის, დაჯარიმდნენ ფაბრიკის სივრცეში განთავსებული კაფეები – თონე, მულენი და სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახა. თითოეული – 10 000 ლარით. „ტაბულამ“ რამდნიმე მათგანთან კომენტარი ჩაწერა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

როგორც მათი მენეჯერები და დამფუძნებლები ტაბულასთან ამბობენ, მიზეზი უსამართლოა, ამასთან, შესაძლოა, ამან ბიზნესების გაკოტრებაც გამოიწვიოს.

“დაგვაჯარიმეს, რადგან დეზობარიერთან არ გვქონდა გაკრული სტიკერი, რომ აქ სტუმრებმა ფეხები უნდა გაიწმინდონ. არ ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკრა.

ასევე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა გვაქვს, ჭურჭელი ირეცხება 78 გრადუსზე, თუმცა, მანქანასთან არ გვქონდა გაკრული ინსტრუქცია. ალბათ იმისთვის არის საჭირო, რომ ჭურჭლის მრეცხავმა წაიკითხოს. არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ, რომ ეს სტიკერები არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჯარიმა უსამართლოა”. – გვეუბნება თონეს მენეჯერი, ნატო მახალდიანი.

მისივე თქმით, კაფეში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია დაცულია.

“ხელთათმანი, პირბადე, აღჭურვილობა, დეზობარიერის სითხე, დეზობარიერები. მაგიდის გადაწმენდის წესები – ყველაფერი დაცული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით დაუშვეს სტუმრის მიღება, მხოლოდ გარე კაფეში ვემსახურებით, ჩვენი და სტუმრების უსაფრთხოებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე სტიკერის გამო რომ დაგაჯარიმებენ, ნამდვილად უსამართლობაა”.

ნატო მახალდიანი ამბობს, რომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს კაფე მულენიც, რომელსაც ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

“ისეთი ბერკეტები აქვთ, შეიძლება საჩივარმა შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებთ”. – გვეუბნება მისი მენეჯერი, ნიკა ბახტაძე.

მულენიც დეზობარიერთან სტიკერის არარსებობის გამო დააჯარიმეს.

როგორც ამბობს, მულენს არ აქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თუმცა, აქვთ 3 ნიჟარა, რაც სტანდარტებს შეესაბამება. ჯანდაცვის უწყება წყლის ტემპერატურაზე ედავება.

“რადგან არ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, როგორ ზომავთ, რამდენ გრადუსზე რეცხავთო. ასევე, გვითხრეს, არ გაქვთ გამოკრული ჭურჭლის რეცხვის ინსტრუქციის სტიკერიო”.

ბახტაძის თქმით, მულენი მუშაობას კარანტინის დროსაც აგრძელებდა მიტანის სერვისის გამოყენებით.

“ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, უწყებას დავკავშირებოდით და ინსტრუქციები მიგვეღო. ცხელ ხაზზე დარეკვა საერთოდ შეუძლებელი იყო. არავინ მოსულა. დღეს მოვედით და დაგვხვდა დოკუმენტები, რომ დაგვაჯარიმეს. იმის შანსიც არ გვქონია, რომ თავი გვემართლებინა, ან გამოსწორების შანსი გვქონოდა.

პარასკევს იყვნენ მოსულები და მე თვითონ ვუთხარი, რომ ყველანაირ შენიშვნას გავითვალისწინებდი, მაგრამ უშედეგოდ”.

დაჯარიმდა სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახაც.

წიბახას თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგის დამადასტურებელი ფურცელი მოსთხოვეს, რომელზეც თანამშრომლების ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ასახული.

“უნდა გქონდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ტრენინგი ჩაუტარდათო. მე ვუთხარი, ამ დოკუმენტის ქონის ვალდებულებაზე არსად წერია-მეთქი. სიტყვაზე ხომ არ გენდობით, ე. ი. არ ჩაგიტარებიათო და დაგვაჯარიმეს. ამობეჭდილი ფურცლის შესახებ იყო საუბარი – ჩვენი დაჯარიმების დავალება ჰქონდათ და შეასრულეს”. – გვეუბნება გიგა წიბახაშვილი.

ჯანდაცვის უწყებას სტიკერები არც წიბახასთან დავიწყებია.

“მაჩვენეს ჩამონათვალი, ეს სტიკერები უნდა გქონდეს გამოკრულიო. ვკითხე, სად უნდა მენახა-მეთქი. საიტზეო. საიდან უნდა გამეგო ამ საიტის შესახებ – დოკუმენტში, რომლითაც ვხელმძღვანელობ, საიტი ნახსენები არ არის. ტელევიზორს არ უყურებო? – არა-მეთქი და არც ვალდებული ვარ, ვუყურებდე. ფურცლის გამო ვინ შეიქმნის პრობლემას, როცა სხვა საკითხები მოაგვარა, რომ გვცოდნოდა, რომ საჭირო იყო, ამასაც მოვაგვარებდით, ამოვბეჭდავდით პრინტერზე”. – ამბობს წიბახაშვილი ტაბულასთან.

მისივე თქმით, სასამართლოსაც აუცილებლად მიმართავს, ვინაიდან 10 000-ლარიანი ჯარიმა გაბანკროტებას ნიშნავს.

“წინა 2 თვეც არ ვმუშაობდით, შემოსავალი არ გვქონია, ახლა გავიხსენით და ნელ-ნელა ვიწყებდით, ამოქაჩვას ვცდილობდით, ძალიან ცუდი სიტუაციაა და ახლა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ჯარიმა გადავიხადოთ”. – ამბობს გიგა წიბახაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ბოლო ორ დღეში გამოწერილმა ჯარიმების ოდენობა 160 000 ლარია.

21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პოლიციამ სულ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved