• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამაზე დამთრგუნველი არაფერი გამომიცდია ცხოვრებაში, როცა თან იცი რომ შენი ბრალი არ არის და თან გრცხვენია ამის თქმის” – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:53 11-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,040

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ 4 ადამიანი დაგვაპატიმრეს:
ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია და მე.
ციხის ამბებიდან – ჯერ ე.წ. “კაპეზე”, მერე ორთაჭალის ციხეში ჯერ სველი ვიწრო მაღალჭერიანი კამერა-ფუქსი”, მერე საკანი სამი თანასაკნელით – ორი მკვლელობაზე იჯდა და ერთი გაფლანგვაზე, მერე ე.წ. სპეცმიმღების სამარტოო საკანი-სარდაფი… მოკლედ მთელი ამ ამბებიდან ყველაზე მწარედ მახსოვს, როცა ჩემთან საკანში შემოვიდა ქალი ოპერი, ორსულად იყო, ხელით უხეშად მომატრიალა და მეუბნება: იქ რომ ხალხი დაიღუპა თქვენი ბრალია და თქვენ აგებთ პასუხს ყველა ამაზეო. ამაზე დამთრგუნველი არაფერი გამომიცდია ცხოვრებაში, როცა თან იცი რომ შენი ბრალი არ არის და თან გრცხვენია ამის თქმის – რა დროს ესაა, იქ ხო ხალხი დაიღუპა – ამას ფიქრობ და იმ მომენტში არაფერს სხვას მნიშვნელობა აღარ აქვს. მერე ძალას იკრებ და ყველაფერი თავის ადგილზე დგება – დამნაშავეც და მსხვერპლიც.

რამ გამახსენა ეს ამბავი იცით? ეხლა შევიტყვე რომ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან შესულა ვინმე ადვოკატი, დიახ, არ მოგესმათ – ადვოკატი, არა მათი, უბრალოდ ადვოკატი და მათთან პასუხისმგებლობაზე დაუწყია საუბარი, თან ამუნათებდა 4 ოქტომბერს დაპატიმრებული 63 ადამიანის გამო, ეს თქვენი ბრალიაო. ადვოკატზეა საუბარი, გესმით?! თან ჩემ ფრენდებშიც აღმოჩნდა. ხოდა აგერ გთაგავ, “მეგობარო” ბექა კვინიკაძე და გამეცი პასუხი: რა უფლებით და ვისი დავალებით შეხვედით მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან?! ეს რაც ვიცი, შესაძლოა სხვებთანაც “წაიმუშავეთ”… ადვოკატის ფუნქციებში რომ სხვა პატიმრის დამუნათება არ შედის, ჩემზე კარგად გეცოდინებათ! გამეცით პასუხი: ვისი დავალებით მოიქეცით ასე სამარცხვინოდ და ბინძურად?! რა გქვიათ თქვენ ამის მერე?!
პასუხს ველოდები, “ადვოკატო”!“

განახლება:

 

ბექა კვინიკაძემ  ირინა სარიშვილს კომენტარში უპასუხა:

,,უკაცრავად და ვინ მოიგონა ეს სისულელე და გიამბოთ?

ადამიანები ციხეში მოვინახულე/მოვიკითხე, რისთვისაც მადლობა გადამიხადეს. მომავალში ვინმესთან უნდა შევათანხმო როდის შევალ ციხეში მოსაკითხად/გასამხნევებლად?“

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved