• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერ ვიფიქრე, რომ „ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონეზე, მერე ვიფიქრე, რომ „ალტ ინფო“ დაეშვა „ლელოს“ დონემდე“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:44 11-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,115

ირაკლი კობახიძე აცხადებს:

„ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით… ინვესტიციის კუთხით არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, 6,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ასეთ დროს, როდესაც ახერხებენ სპეკულირებას, ეს არის ყველაფერზე მეტყველი ფაქტი. თავიდან „ლელომ“ ასწია ეს კამპანია, მეორე არის „ალტ ინფო“. ჯერ ვიფიქრე, რომ „ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონეზე, მერე ვიფიქრე, რომ „ალტ ინფო“ დაეშვა „ლელოს“ დონემდე, საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორივე არის ფსკერზე. ასეთია ამ ადამიანების რეალური სახე. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, 6,5 მილიარდ დოლართან დაკავშირებითაც ახერხებენ სპეკულირებას, გარკვეულ ეტიკეტებს იყენებენ ამასთან დაკავშირებით, თითქოს უცხოელების ქალაქები შენდება საქართველოში და ა.შ. ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბინის რეალიზაციას უცხოელებზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ავტომატურად იღებს საქართველოში ცხოვრების უფლებას. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ წლიურად 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ერთია ბინების რეალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ კონკრეტული მშენებლობის სექტორის განვითარებისთვის და მეორეა, ვინ იღებს და ვინ არ იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას…

ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სასპეკულაციო არაფერია. სამარცხვინოა, რომ ვუსმენდი. მე მგონი, თავადაც რცხვენოდა ხაზარაძეს, როცა ლაპარაკობდა ასეთი სპეკულაციებით ამ პროექტთან დაკავშირებით. კაცი ბიზნესმენია, მას რეალურად ყველაზე კარგად ესმის, რომ არავითარი მინუსი არ აქვს ამ პროექტს და არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მისი განვითარებისთვის და ასეთ დონემდე დაამდაბლეს, რომ ასეთი სპეკულაციებით ალაპარაკებენ 6,5 მილიარდ-დოლარიან ინვესტიციაზე კაცს, რომელსაც ერთ დროს ერქვა ბიზნესმენი. სამარცხვინოა, „ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ -„ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, სინამდვილეში ეს არის ორივეს მდგომარეობა. რეალურად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved