• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები – საგარეო საქმეთა სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
20:30 11-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
544

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

“2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.

შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული.

სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არც ერთი შეხვედრა არც ერთ დონეზე. უფრო მეტიც, ოფიციალურად უარი თქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი / პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით წარდგენილი ,,ეკონომიკური რეფორმების პროგრამის” ანგარიშის მიღებაზე და საქართველოს პროგრესის შეფასებაზე.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მაჩვენებლები მთელი რიგი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უმჯობესდება, მათ შორის მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიუროკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის, მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით და ასევე თვალსაჩინოა სტაბილური მაკრო-ეკონომიკური გარემო და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დაისვას.

შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე ჩვენს საერთო ინტერესებს.

ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, რაც აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

საქართველო ერთგულია ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების და კეთილსინდისიერად განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უზრუნველყოს ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირთან პატივისცემაზე დამყარებული, კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სურვილს, რომელიც ემყარება საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს, და არა იძულებას“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved