13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან შეკრება, სადაც პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა, ინცინდენტით დასრულდა – „პალიტრისა“ და „იმედის“ ჟურნალისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კადრები ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერშიც გავიდა და მოგვიანებით, სოციალურ ქსელში სხვა რაკურსით გადაღებული კადრებიც გავრცელდა. ეთერში გასული კადრებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კომენტარის ჩაწერისას ერთმა ჟურნალისტმა მეორეს მიკროფონი დაუფარა, რაც ჩხუბის მიზეზი გახდა.
კომენტარები