• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან ახალი თაობის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება

ალია ავტორი - ალია
11:21 10-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან ახალ თაობის, განახლებული დიზაინის ბიომეტრიული პასპორტებისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. დოკუმენტები გაიცემა იმ პირებზე, ვინც განაცხადს აღნიშნული თარიღიდან გააკეთებს.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტების ღირებულება უცვლელი დარჩება, ხოლო მოქმედი, ვადიანი დოკუმენტების მფლობელთათვის მათი შეცვლა სავალდებულო არ არის.

განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი ტიპის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:

დროებითი ბინადრობის მოწმობა
მუდმივი ბინადრობის მოწმობა
დიპლომატიური პასპორტი
სამსახურებრივი პასპორტი
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი
მოქალაქეობის არმქონე პირის პასპორტი
სააგენტო წერს, რომ ახალი დოკუმენტები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სააგენტოს განმარტებით, დოკუმენტების დიზაინში გამოყენებულია ეროვნული თემატიკის ელემენტები.

დოკუმენტების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც იუსტიციის სახლის ფილიალებში, სააგენტოს ტერიტორიულ ოფისებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ისე ონლაინ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: sda.gov.ge.

რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობებს, მათი განახლებული ვერსიის გაცემა 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved