• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევნების წინ პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლოს გაშავება – გვრიტიშვილი ალავიძეზე

ალია ავტორი - ალია
12:47 10-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ბესარიონ ალავიძეს სასამართლო სისტემის გაშავება „მისმა პატრონებმა“ დაუკვეთეს, რათა არჩევნების წინ ტემპერატურა აეწია.

თავად დიმიტრი გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ მოსამართლეების კლანის წევრად მოიაზრებენ. თუმცა თავად „კლანის“ წევრებად მოაზრებული მოსამართლეები უარყოფენ, რომ სასამართლოში „კლანი“ არსებობს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, ბესარიონ ალავიძეზე Facebook-ზე ვრცელი პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ალავიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება. მათ შორის, ყოფილი მოსამართლე საუბრობს „რუსთავი 2-ის საქმეზე“, მეტალურგიული ქარხნის დავაზე ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის… ალავიძე ამბობს, რომ ამ და სხვა საქმეების გამო მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან ერთად სამუშაო კაბინეტშიც ჩაკეტეს და უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინეს.

კახა წიქარიშვილის თქმით, მან ამ ვიდეოს გასაჯაროების გადაწყვეტილება ბესარიონ ალავიძესთან შეთანხმებით მას შემდეგ მიიღო, როცა ყოფილმა მოსამართლემ საქართველო დატოვა.

დიმიტრი გვრიტიშვილი ბესარიონ ალავიძეს „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს უწოდებს და ამბობს, რომ ის პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას.

„ისევ მიწევს, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ფაქტი მორიგი არჩევნების წინ, უკვე კანონზომიერად, გააქტიურებული ბესარიონ ალავიძის შესახებ, რომელიც არ ერიდება თავისი ყოფილი კოლეგების და სასამართლო სისტემის მიმართ უსინდისო ცილისწამებას.

ბესარიონ ალავიძე 2021 წლამდე მოსამართლე იყო, ჯერ სააპელაციო სასამართლოში, 2011 წლიდან კი – საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მისი მოსამართლეობის პერიოდში, მე არ მახსოვს – ოდესმე ხმა ამოეღოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წარმოებული, ორკესტრირებული კამპანიის გასაპროტესტებლად; არადა, თუ მართლაც ისეთი ობიექტური, უშიშარი და სიმართლისმოყვარეა, როგორადაც თავს წარმოაჩენს, სწორედ მაშინ უნდა დაეცვა პროფესიული ღირსება.

ახლა კი, დღე არ გავა, ხანაც – ერთ დღეში შესაძლოა რამდენჯერმეც რომ არ გამოაქვეყნოს სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი, სიძულვილის ენით ჩამოყალიბებული ,,მოსაზრებები“, რომლებშიც ლანძღავს ლამის ყველას და ყველაფერს.

მისი ,,გაბრაზება“ ადვილად აიხსნება: 2021 წელს მოინდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შენარჩუნება, საჯარო კონკურსში მონაწილეობის გზით, რომელშიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კრახი განიცადა: ჯერ კიდევ მოქმედმა მოსამართლემ, საჯარო გასაუბრებისას ვერ უპასუხა მისთვის დასმულ 20-ზე მეტ სამართლებრივ შეკითხვას.

სწორედ ამ კონკურსის მისთვის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, ბესარიონ ალავიძე დაუსრულებლად წუწუნებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეები (თვითონ ისიც) განიცდიან (განიცდიდა) ზეწოლას ე.წ. კლანის მხრიდან.

საოცარი ლოგიკაა: თუ სისტემაში ასეთი გაუსაძლისი და ღირსების შემლახველი მდგომარეობა იყო და არის, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი ,,პირსისხლიანი“ იყო, რატომ მოინდომა ამ სისტემაში კვლავ და უვადოდ დარჩენა? რატომ და რის იმედად გავიდა ასეთი საბჭოს წინაშე კონკურსზე ? ან, სანამ ხსენებულ კონკურსზე გავიდოდა, რატომ ხვდებოდა პირადად საბჭოს ზოგიერთ წევრს და წინასწარვე ითხოვდა მის მხარდაჭერას? ასევე, რატომ დათანხმდა, კონკურსამდე, ამგვარ ,,პირსისხლიან“ საბჭოს უფლებამოსილების კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელებაზე? თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა იყო, 2017 წელს გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, ასევე – მასმედიასთან საჯარო კომენტარების გაკეთებისას, რატომ აცხადებდა ბ. ალავიძე, რომ არასდროს განუცდია და დაუდასტურებია ზეწოლის არსებობა არავის მხრიდან? იგივე განაცხადა პროკურატურამაც, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, რომ ბ. ალავიძეზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი არ დასტურდებოდა.

როდის ცრუობდა თუ ცრუობს ბ. ალავიძე, მაშინ თუ ახლა? ეს არის კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია. სამაგიეროდ, გვაქვს პასუხი ერთ ლოგიკური კითხვაზე: რა მიზანს ისახავს ბესარიონ ალავიძის ამგვარი, სისტემატური კამპანია? გვაქვს ინფორმაცია, რომ ის, კონკრეტულ ადამიანებთან, აცხადებდა, რომ ე.წ. ენჯეო-სექტორის (რომელიც ქართულ სინამდვილეში უკვე ცნობილია, როგორც განსაკუთრებული დესტრუქციული ძალა, კაპიტანი გიგაურის და მისთანების ხელმძღვანელობით) დაპირებით და ხელშეწყობით, საკუთარი თავის ჩაგრულად, მსხვერპლად წარმოჩენის და ამით სასამართლო სისტემის ,,გაშავების“ სანაცვლოდ, ის მიიღებდა პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ და ,,უზრუნველ მომავალს“. ამ საქმეში მას უშუალოდ ეხმარებოდა ე.წ. ენჯეო-სექტორის ერთ-ერთი სახე და ლიდერი – კახა წიქარიშვილი, სასამართლო სისტემაზე განაწყენებული, კიდევ ერთი ეგზალტირებული ადამიანი. ამაზე მე ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი, მაშინაც უჩვეულოდ გააქტიურებული ბ. ალავიძის საპასუხოდ.

ამგვარი მიზნის არსებობით ხსნიდა ბ. ალავიძის მოულოდნელ და უჩვეულო გააქტიურებას მოქმედი და ცნობილი ადვოკატიც საკუთარ ფეისბუქ-სტატუსით, რომელიც აცხადებდა, რომ ეს აქტიურობა ბ. ალავიძის ,,ვაჟკაცობით“ კი არა, არამედ ,,პოლიტიკური თავშესაფრის ტკბილი სიკეთით“ იყო გამოწვეული.

ეს ყველაფერი ცხადად წარმოაჩენს, რომ ბესარიონ ალავიძე არ არის სასამართლო სისტემის კონსტრუქციული, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული კრიტიკოსი. რეალობა ისაა, რომ არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით. ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახით, ჩვენ ვხედავთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მკაფიოდ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს (ეს ვლინდება ბ. ალავიძის თითქმის ყოველდღიურ, პოლიტიკური კრიტიკისა და ლანძღვის ნიაღვრით გაჯერებულ პოზიციონირებაში), რომელიც, პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

„მიფიქრია, მანტიით ჩამოვიკიდებ თავს სასამართლოზე-მეთქი“ – რას ჰყვება უზენაესის ექს-მოსამართლე ზეწოლაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved