• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

29 სექტემბერი – 5 ოქტომბერი – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
12:10 09-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
297

ვერძი
ხელსაყრელი კვირაა, თუმცა ობიექტურად უნდა შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და, ასევე, გაითვალისწინოთ ისიც, თუ როგორი დაღლილი ხართ. ორშაბათს სასურველია ახალი არაფერი წამოიწყოთ. კვირის შუა რიცხვებში მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან ემოციურ დისკუსიებს, მაგრამ პარასკევს კონფლიქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, რაც ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს გაგიხსნით. არ გაუშვათ ხელიდან წინსვლის შანსი. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ.

შაბათ-კვირას მოერიდეთ დამატებითი სამუშაოს შესრულებას.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

კურო
ამ კვირაში თქვენი კეთილსინდისიერი შრომა მოგცემთ ყველანაირ შანსს, რომ შექება ან დაწინაურება დაიმსახუროთ. სამშაბათი ახალ ადამიანებთან ბევრ საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრას და მათი ორიგინალური იდეების გაცნობას გპირდებათ. ოთხშაბათს შესაძლოა ცოტა ზედმეტად ფეთქებადი იყოთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხუთშაბათისთვის დაგეგმოთ; შესაძლებელია პერსპექტიული შემოთავაზებები. კვირის ბოლოს თუ მეგობრებისგან მოწვევას მიიღებთ, უარი არ თქვათ.

შაბათ-კვირას, ოჯახური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანების სურვილები, გამონახეთ დრო მათთან ერთად გასეირნებისთვის.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

ტყუპი
თითქოს ხანგრძლივი ძილის შემდეგ გაიღვიძეთ, ამ კვირაში თქვენი აქტივობა შესამჩნევად გაძლიერდება. შესაძლებელია, კარიერასა და პირად ცხოვრებაში კიდევ ერთი მწვერვალის დასაპყრობად ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყოთ. შესაძლოა ახალ, პერსპექტიულ სამსახურში გადასვლაც მოგიხდეთ. თქვენი კრეატიულობა და პროდუქტიულობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ გამოწვევას მარტივად გაუმკლავდეთ. მოკრძალება თქვენი დიდი ღირსებაა, ის დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კამათი და გაუგებრობები.

შაბათ-კვირას თქვენი გეგმები არავის გაანდოთ, რათა წარმატებით მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები და თავიდან აიცილოთ შეცდომები.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

კირჩხიბი
ამ კვირაში, უბრალოდ, ინიციატივა და გამბედაობა უნდა გამოიჩინოთ და თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, უახლოეს მომავალში დიდი სარგებელი გელით. თქვენი იდეების განსახორციელებლად კოლეგების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ძალიან დაიღლებით, ეს რომ მარტო გააკეთოთ. კვირის მეორე ნახევარში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გექნებათ, მაგრამ ამაზე ზედმეტად ფიქრი არ დაგჭირდებათ; თქვენ მხოლოდ მუშაობის სურვილი და მოთმინება გმართებთ. სწორი სტრატეგია და მონდომება წარმატებამდე მიგიყვანთ.

შაბათ-კვირას ყურადღების ცენტრში იქნებით, გამბედაობასა და ინიციატივას გამოიჩენთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

ლომი
ამ კვირაში პოზიტიურ ამბებს და ირგვლივ მყოფებთან აქტიურ კომუნიკაციას ელოდეთ. გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა. საფუძვლიანად მოემზადეთ მომავალი ღონისძიებებისთვის. თქვენი ცხოვრების მრავალ სფეროში სერიოზული ცვლილებები მწიფდება. თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება; არ დაგჭირდებათ ყოველი ნაბიჯის მენეჯმენტთან შეთანხმება, არჩევანის თავისუფლება თქვენი იქნება, მაგრამ ხუთშაბათს მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. შეამცირეთ ონლაინ სამყაროსთან კონტაქტი, რადგან ის სავსეა ტყუილებითა და მანიპულაციებით.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

ქალწული
ამ კვირაში, სავარაუდოდ, პროფესიონალიზმისა და დიპლომატიის მაგალითს აჩვენებთ. შესანიშნავი კვირაა, განსაკუთრებით ტექნიკური პროფესიის ადამიანებისთვის. ყურადღებით დააკვირდით სიახლეებს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგრჩეთ. დაუფიქრდით თქვენს ქმედებებს, დაივიწყეთ საქმიანი პარტნიორების მიმართ პრეტენზიები და სხვა პერსპექტივიდან შეხედეთ არსებულ სიტუაციას.

შაბათ-კვირას მოერიდეთ აჩქარებას და ნურავის მისცემთ ცარიელ დაპირებებს. ასევე, ფრთხილად იყავით თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნუ გადატვირთავთ კუჭს.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

სასწორი
ამ კვირაში ცხოვრების მრავალ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. შეძლებთ ბევრი საკითხის მოგვარებას და თქვენი სამსახურიდან ხელშესახებ სარგებელსაც კი მოიმკით, რითაც ფინანსურთან ერთად მორალურ კმაყოფილებასაც მიიღებთ. სამსახურში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებას დაიწყებთ. კვირის შუა პერიოდში შესაძლოა ნათესავები, მეგობრები ან ბიზნესპარტნიორები ჩამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას. ნუ ენდობით ცარიელ დაპირებებს. მოთმინება და სიმშვიდე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ სტრესი და დაზოგოთ ენერგია პირადი ცხოვრებისთვის. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, თავი აარიდოთ ალკოჰოლს და თვითმკურნალობას, შეიძლება უარესი შედეგი მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

მორიელი
ამ კვირაში სამსახური თქვენგან ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ მოგებას გპირდებათ. დიდი ხნის თანამშრომლობამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს კარიერულ წინსვლაზე; ცდებით, თუ თავს არიდებთ მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. ენდეთ საკუთარ თავს და ნუ დაეყრდნობით სხვების მოსაზრებებს. დაიცავით თქვენი სიმართლე და თქვენი მოწინააღმდეგეები მოკავშირეები გახდებიან. მოემზადეთ მომგებიანი საქმიანი შემოთავაზებებისთვის.

ამ შაბათ-კვირას დაუთმეთ დრო თქვენი გარდერობის მოწესრიგებასა და განახლებას. გაინებივრეთ თავი ისეთი რამით, რაც დიდი ხანია გსურთ და ხელიც მიგიწვდებათ.

სასიკეთო დღეები: 30, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

მშვილდოსანი
ეს კვირა გაგაოცებთ გარემოებებითა და მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებით, რაც თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. სამშაბათს სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ დაგროვილი პრობლემები და სისტემატურად იმოქმედოთ თქვენი მიზნის მისაღწევად, რომლის წარმატებული დასასრული შორს არ არის. იყავით პროაქტიული, ინიციატივა გამოიჩინეთ და საიმედო დამხმარეებს იპოვით. ხუთშაბათს, სავარაუდოდ, ცვლილებები და მოულოდნელი სტუმრები გელოდებათ. კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, გამონახეთ საკმარისი დრო დასვენებისთვის.

შაბათ-კვირას შეხვდით მეგობრებს, მაგრამ მოერიდეთ ჭარბ კვებას.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

თხის რქა
ამ კვირაში უმჯობესია არ იჩქაროთ და არ ინერვიულოთ, რადგან დინების საწინააღმდეგოდ ცურვით მხოლოდ ძვირფას ენერგიას დახარჯავთ და ვერაფერს მიაღწევთ. სამსახურში გონივრულად მართეთ თქვენი საქმეები, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და ყველაფერი გამოვა. შეგიძლიათ ახალი ცოდნა მიიღოთ და თავდაჯერებულადაც გამოიყენოთ. კვირის მეორე ნახევარში ბევრი მოვლენა შეიძლება ოჯახს, საოჯახო საქმეებსა და ყოველდღიურ საზრუნავს უკავშირდებოდეს. თქვენი ურთიერთობა ოჯახთან გაუმჯობესდება. თქვენი სიკეთე ახალი მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ.

შაბათ-კვირას რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას და კულტურულ ღონისძიებებს, რათა ენერგიით აღივსოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

მერწყული
ამ კვირაში მიდრეკილი იქნებით თვითანალიზისა და კრიტიკისკენ. გაიარეთ კონსულტაცია მეგობრებთან. შეანელეთ ტემპი და იფიქრეთ საკუთარ თავზე და თქვენს სახლზე. შეეცადეთ, მოაგვაროთ გადადებული საქმეები. შუა კვირიდან თქვენი საქმიანი პროექტები დამატებით იმპულსს მიიღებს და თქვენს მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. შესაძლოა ძველი, სანდო კავშირები მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმაროთ. გახსოვდეთ, ყველა ცუდ მომენტს თავისი დადებითი მხარე აქვს და რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება.

შაბათ-კვირას აქტიური დასვენება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

თევზები
ამ კვირაში თქვენი თვითგანვითარების მცდელობები ყველაზე წარმატებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან შეთანხმებას მიაღწიოთ და არ დაიტანჯოთ ეჭვებითა და დარდით. ამ კვირაში ბევრი რა, უბრალოდ, ინერციით მოგვარდება, ამიტომ გონივრულია, ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, საკუთარ თავზე აიღოთ. კვირის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში სასურველ სიმშვიდესა და სტაბილურობას მოიტანს. თქვენი ნიჭით გარშემომყოფებს გააოცებთ. შესაძლოა კარიერული გზა შეიცვალოთ. ახალი სამსახური, ახალი ნაცნობები და მოგზაურობა გელოდებათ.

შეეცადეთ, შაბათ-კვირას საოჯახო საქმეებით არ გადაიტვირთოთ და დრო მშვიდ გარემოში ახლობლებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 29.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა

16:21 09-29-2025
ისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში- თიბისი ახალი თაობისთვის
ახალი ამბები

ისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში- თიბისი ახალი თაობისთვის

13:47 09-29-2025
რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში
ახალი ამბები

რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში

14:55 09-27-2025
ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“
ახალი ამბები

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

14:36 09-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved