• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ალია ავტორი - ალია
11:51 09-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის დროით, 11:00 საათზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე “ევროკავშირი: გაფართოების მომდევნო ნაბიჯი” და დისკუსიის მონაწილეებს მთავარი მომხსენებლის რანგში მიმართავს.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე: საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი, 2021–2023 წლებში მოლდოვის პრემიერმინისტრი ნატალია გავრილიცა, მონტენეგროს ვიცეპრემიერი, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრი ფილიპ ივანოვიჩი, უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, 2016–2019 წლებში უკრაინის ვიცეპრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე; სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მიროსლავ ლაიჩაკი.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და ლიეტუვის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად გაიმართება.

30 სექტემბერს იგეგმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში “გაუტეხავი ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულ სამეზობლოში”. ამავე დღეს იგი მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება დისკუსიაზე “ქალები გლობალური უსაფრთხოების წინსვლისათვის”.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინთან, ასევე, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved